ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2024


ფერთაფა


ახლა შენ გძინავს მეათასეს ხედავდე სიზმარს,
მერომელიღაც იქნებ ჩემზეც ნახო სიზმარი ,
და იქნებ როგორ უყურებდი ლოდინში იმ კარს ,
ყელში გაჩხერილ ბურთის მსგავსად გქონდა ის კარი

რომელიც უნდა შემომეღო და შენთვის მეთქვა ,
რომ შენით ვსუნთქავ, რომ ერთმანეთს საოცრად ვგავართ,
და ყურში გვესმის , საკუთარი აორტის ფეთქვა ,
და ასე ჩუმად ჩვენ ამ კართან პორისპირ ვდგავართ ,


და რადგან  აქ ვარ , ესეიგი სხვაგვარად არ მსურს ,
არ მსურს ამ ამბის პროლოგში რომ დაეშვას ფარდა ,
ან თუ კი ვინმე დამიბრუნებს ოდესმე წარსულს,
შევცვლი ყველა დღეს  , მხოლოდ  შენი დღეების გარდა …

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები