| ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 31 მარტი, 2024 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ჩემი წითელი კარდინალი
(ლემენტაცია)
ჩემი წითელი კარდინალი კართან რად აგდია სისხლმდინარი? წითელზე - ახალი სისხლი ვინ-ღა დაინახოს? უნდა გიტირო და გივაგლახო! შენი თავსარქმელიც კი წითელია, ცით მოსულს - ისევ ცით ელიან. მე ვიცი, აქ კართან როგორ გაჩნდი, ქვაფენილს წითლად რომ დააჩნდი. ეს სულ ჩემი კატის ამბავია, აქაურობა რომ აბარია, ყველაფერს მედიდურად რომ ითვისებს, სხვისი ნათოხნია თუ ნაბარია: შინაურ-უცხოს რომ გადამირევს, კართან რომ დამიდებს ნანადირევს, ციყვს რომ იჭერს და ხან - წრუწუნას, ბაჭიას, სისხლით რომ გაწუწულა, ჩიტები - ყოველდღიურია, შინაურია თუ ტყიურია და თან იარება გაბრექილი, კუდი რა მაღლა აქვს აპრეხილი! შენი ამბავია, გესმის, პედრო? გინდა, მორთმეული დამაყვედრო? დილით ვიღას ხმას დაველოდო, ვინ ამიჭიკჭიკდება საქვეყნოდო, სულეთის ამბავს ვინ მომიტანს, მამა-პაპანი ვით არიან, იმათ ჩემს სიტყვას ვინ წაუღებს, _ ვინ დაიკრიალებს წითელ წუღებს? არა რა - არავითარია! ნაძმობის ამბავი? - არ მინდა, რა?! პატარა საქმე ხომ არაა, თუ მიხვდა მაინც, რომ მომკვდარა, თუ ისევ ისეთი ხუმარაა? ან სხვა მეგობრებისა რა გავიგო, სულეთთან საქმე როგორ გავარიგო! არ არის კარგი საქმე, აუგიაო, ჩიტზე ტირილი ვიღას გაუგიაო, თვალების ცრემლით დაოსებაო, ცოტა აქეთ-იქითაც დაინახე, სულ ჩამოიხოკა ხალხმა სახე, ომია, რამდენი იხოცებაო! გიტირო? როგორ არ გიტირო? მევსება ცრემლის სადინარი, ტკივილი, მაშ, რამ დამინელოს? წითელ მომკვდომია კარდინალი! არიქათ, ქალებო, წყალი მომაწოდეთ, გულქარი ამოვიღე და გულიც თან ამომვარდა! მითხრეს, გეყოფაო, კარგი, ქალო, რაღას გააწყობო, ქალ-მტირალო, უნდა გაუძლო და დარდი მალო!
ვაი, შენ, ჩემო წითელო კარდინალო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხა, ჯონათან დიდი მადლობა,! აქ სურათებს ვერა და ვერ ვდებ, ფეისზე ერთვის ლექსს ფოტოები, თუ კატამ ამაყად როგორ მომართვა ნანადირევი - ჩემი წითელი კარდინალი და როგორ შემომცქერის, ხომ მაგარი ვარო! ბევრი ვიტირე… მუხა, ჯონათან დიდი მადლობა,! აქ სურათებს ვერა და ვერ ვდებ, ფეისზე ერთვის ლექსს ფოტოები, თუ კატამ ამაყად როგორ მომართვა ნანადირევი - ჩემი წითელი კარდინალი და როგორ შემომცქერის, ხომ მაგარი ვარო! ბევრი ვიტირე…
2. თითქოს ხალხურიაო- ისეთი გულწრფელია,ისეთი ნაივური...
მეც სულ დავიტირი ჩემს ფრინველ-ცხოველებს.
თითქოს ხალხურიაო- ისეთი გულწრფელია,ისეთი ნაივური...
მეც სულ დავიტირი ჩემს ფრინველ-ცხოველებს.
1. ძალიან მომეწონა , დავტირი თქვენს წითელ კარდინალს. ძალიან მომეწონა , დავტირი თქვენს წითელ კარდინალს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|