ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მარტი, 2024


31 მარტი

მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ჩემო გულმხურვალე მამულიშვილებო! - გილოცავთ დღევანდელ დღეს - 31 მარტს, ამ ისტორიულ თარიღს, რომელსაც ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს:

31 მარტს დაიბადა საქართველოს პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, 85 წლის გახდებოდა.

1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაოდ ცნობილი რეფერენდუმი, რომელშიც აფხაზებმა და ოსებმაც მიიღეს მონაწილეობა. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლექსობამ მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა. 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

მოგესალმები ჩემი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს,
თუმც აღარ სუნთქავ, ამ გულში ხარ... დარჩები აქვე!
მართლმადიდებელს ურწმუნონი ხშირად გდევნიდნენ,
მაგრამ ერს ახსოვს შენი ყველა კეთილი საქმე!

რა არ გიწოდეს, მოღალატედ შეგრაცხეს ლამის,
მამულიშვილთ კი ქართვლის ხსოვნა სანთლად გვინთია!
მთაწმინდამ გულზე მიგიწვინა შვილი კარგ მამის,
მტრებს რომც უნდოდეთ, შენს ერთგულ ხალხს ვერ დაითვლიან!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები