ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2024


...

ბებერო ჩემო
შენი დღენი დაუთვლია ვინმე გოლიათს
შენს სარკმელსაც დამჩნევია ცრემლის კვალები
მომხვიე ხელი, დამილოცე გზები და ისევ
დამიხუჭე ნაზად თვალები.

დამიხუჭე ნაზად თვალები და მანდე
სიბრძნე საგულდაგულოდ გადანახული
გლოვა დიდი ფუფუნებაა
სად მაქვს სამაგისოდ დრო ან საქმნელი?!
მათხოვე შენი დაკოჟრილი ხელით ნაქარგი
და შემიმშრალე ყველა წვეთი, რაც კი დამრჩა მე.

გინდა გამლანძღე, შემაჩვენე , გინდაც მაწამე
ოღონდაც ფრთხილად, არ გამაღვიძო
ძილი მაცალე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები