ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
31 მარტი, 2024


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XVIII )

                                                                                                                          ***

      სამკითხველო დარბაზის კარები მძიმედ გაიღო, წიგნის თაროებთან მყოფი პრინცესა დინა დაბნეული შემოსასვლელისკენ დაიძრა, სადაც გაავებული ენეოსი აფთარივით გლეჯდა იქაურობას. დინა მაშინვე ხელებში ეცა, შეეცადა დაეწყნარებინა, მაგრამ ენეოსმა არც ეს იკმარა, ლამპარი ხელიდან გამოგლიჯა და შუაგულ სამკითხველოში მოისროლა. ნამსხვრევები აქეთ-იქით გაიფანტნენ, იატაკზე მოდებული ცეცხლი სწრაფად გადავიდა მაგიდაზე, მაგიდიდან სკამზე. დინამ თავშალი შეიხსნა, ცდილობდა ცეცხლის კერები მოეგერიებინა, მუხლებზე დამდგარი გიჟივით ურტყამდა იატაკს, მაგრამ ალმოდებულ მაგიდას ისევ ენეოსის მოსასხამი გაუმკლავდა, რომელმაც შეშინებული ცოლი ფეხზე წამოაყენა და საკუთარ მკლავებში ძლიერად მოიქცია. გაბრაზებული ცდილობდა თავი დაეხსნა მისგან, გაქცეოდა , თუმცა ენეოსი მოხერხებულად იჭერდა მას. ცხადი იყო საამისოდ რაღაც სერიოზული მიზეზი ჰქონდა, რადგან ასეთი გაავებული არასდროს ენახა, თუმცა დინას ბევრი ფიქრი აღარც დაცალდა, გარედან მოულოდნელად შემოსულმა ხმამ ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა

- ბაბუა...
   
    სამკითხველოდან თადეოზი და გახარებული დარა გამოჩნდნენ. მახლობლად მდგარმა ეტლმა სასახლის ეზო მალევე დატოვა, ხოლო იქაურობით აღფრთოვანებული სტუმრები ნელ-ნელა დარბაზისკენ დაიძვრნენ. კმაყოფილებით სავსე თადეოზს არ გამორჩენია აივნიდან შემყურე ენეოსის მზერა, რაზეც თავი მშვიდად დაუკრა და მათთან ერთად მისაღებში გადაინაცვლა. ენეოსი თავს ძლივს იმაგრებდა. არაფრით ეჯერა, რომ მის ძმას სერიოზულად ჰქონდა გაწყვეტილი იქაურობის დატოვება და მორიგ ახირებად თვლიდა ამ ყველაფერს.


- ენეოს რა ხდება? - ჰკითხა, დინამ როგორც კი უკან სამკითხველოში დაბრუნდნენ.
- წასვლას აპირებს. უნდა რომ დარჩენილი ცხოვრება იმ კახპასთან ერთად ხეობის სოფელში გაატაროს.
- სანამ მე და შენ ერთად ვართ, დიბეკრონის სამეფო არავის მისცემს უფლებას ლიტონს ახლოს გაეკაროს. მალე მემკვიდრე დაიბადება, ამიტომ მიეცი უფლება შენს ძმას წავიდეს იმ ქალთად ერთად, თანაც ჩვენს ვაჟსაც არ ეყოლება სამეფოს შემცილებელი. - უპასუხა დინამ.
- ნუთუ ვერ ხვდები, რომ თუ რამე ისე არ მოხდა, სამეფო მემკვიდრის გარეშე დარჩება. ჩემი პატარა ვაჟი ვერ შეძლებს ტახტზე ასვლას და სამეფო მხოლოდ დედოფლის ამარად იქნება.
- ენეოს... თითქმის მთელ სამყაროს შენ და დიბეკრონი ინაწილებთ და როგორ გგონია, რომელ ჭკუადყოფელს ეყოფა გამბედაობა რომ ორ იმპერიას წინ აღუდგეს?
- მე ჩემს მომავალ ვაჟზე ვღელავ - ფეხზე წამოდგა. - მალე ლიტონს მომავალი მემკვიდრე ეყოლება. შესაძლოა თადეოზი ვერასდროს გახდეს ისეთი საჭეთ მყრობელი, როგორიც აბელი იყო, მაგრამ ის მაინც გეცოდინება, რომ ჩემი სიკვდილის შემდგომ ვაჟი უმეთვალყურეოდ არ დარჩება. მე რომ ხვალ აღარ ვიყო, შენ და დედაჩემი ვერ შეძლებთ აქაურობის მართვას.
- შენ საიდან გაიგე ეს ყველაფერი?
- მისმა დესპანებმა მომახსენეს დღეს დილით. - უთხრა ენეოსმა.
- ესეიგი არც მათ სურთ თადეოზის გაშვება? - დინას მაინცდამაინც არ ესიამოვნა ენეოსის პასუხი.
- ცხადია, დესპანობა უდიდესი ძალაუფლებაა ლიტონის სამეფოში და ალბათ ფიქრობენ, რომ თადეოზის შემდგომ ყველა მთავარი ძალა ისევ ჩემს ხელში აღმოჩნდება. ადამიანები ხომ ილტვიან ჩარჩოებისკენ და რატომღაც ეს თავისუფლება ჰგონიათ, თუმცა იმდენს მაინც ვერ ხვდებიან, რომ ირგვლივ ყველაფერი ჩარჩოა. ამ ქვეყნად ერთადერთი მარადიული ეს სულია, რომელიც საბოლოოდ სამოთხის ჩარჩოებში ექცევა.
- მაშინ, რისთვის იხოცება ამდენი ადამიანი ენეოს?
- სწორედ იმ აბსურდისთვის რაც გვასწავლეს. რასაც ახლა ირგვლივ ვხედავთ ცხადია არ არის ჩვენი არჩევანი, ეს ყველაფერი უბრალოდ შთაგვაგონეს და ხვალ, როდესაც მამა გავხდები ამ ტყუილს საკუთარ შვილს შთავაგონებ. ეს კი იქამდე გაგრძელდება, სანამ ქრისტესავით მხსნელი არ მოევლინება სამყაროს და თვალს არ აგვიხელს.
- მაშინ ვერ გამიგია თავისუფლებას რაში ხედავ? - კიდევ უფრო მიუახლოვდა დინა.
- სიყვარულში, იმიტომ რომ ყველაზე დამოუმორჩილები რამ არის ამ ქვეყნად. - უთხრა ენეოსმა ორსულ ცოლს და მუცელზე ნაზად აკოცა. - მალე მამა გავხდები...
- რას აპირებ?
- თუ თადეოზზე მეკითხები აზრს მაინც არ შევიცვლი. ის ქალი აუცილებლად უნდა ჩამოვაშორო და ეგებ მერე მაინც მოეგოს გონს.
- არ გაპატიებს, შენ სათანადოდ ვერ აფასებ მის შესაძლებლობებს - ნიშნის მოგებით უთხრა დინამ.
- ლაჩარია, მაგრამ იცის, რომ მიყვარს და მის საწინააღმდეგოს არაფერს ვიზამ.



                                                                                                          (გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები