ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2024


მარცხი ელანძეა

მერე იყო საჩუქარი ბედისწერის,
ვისმე თავი გაკიდული გონის გზაზე,
ასე შუქი ანთებული ეიფელის,
აღარ ვფიქრობ,მილეულა სევდა წამზე,
მე ვერ მოველ,მოსასვლელად დარჩა კიბეც,
კიდის კიდე ანთებულა წამთა შორის,
ასე უფრო მარტოობა გადის კიდეც,
ასე ვარ და მიმარტოვებს ხის მე მორი,
ვისთვის კარგი გახარებულ სიზმარს ყვება,
ვისმე ცუდი ანთებულა შუქის ბაგედ,
ასე იყო,ასე არის მართლის წყება,
ვერას ვიქმენ დავემსგავსე ამბად რამეს,
ხავსი ჩუმად ანაზდეულ ფიქრებს ამკობს,
და შეშურდა განმარტებას ჩემი მესა,
ასე თუ ვწერ და სიმართლეს თუ კი ვამბობ,
მესმის ქარი და სინაზის სიტყვა ლექსად,
შუქის ფერებს უსასრულოდ რევენ ქართან,
ხმაა ჩუმი დაკარგული ვისთვის ქნარი,
მე ვერ მოველ და წახვედი თურმე სხვასთან,
ქარი დაქრის საქარეულს მშვიდი ქარი,
მე ვწერ ისევ შენეული ლანდი დამსდევს,
მე ვერ წავალ შენთვის მომაქვს სიტყვა ურჩი,
ასე მარტო მოგილოცავ მერე დამდეგს,
ცაა უტყვი ცა რომელიც გახდა ლურჯი.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები