ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
2 აპრილი, 2024


ნეირონი

შენ სიმართლისთვის მზად არ ხარ, ხიშეპ იშან; მეფეო მოკვდავთა მიწის, უსასრულო უდაბნოსი.
როცა ცხენს შემოაჯდები და გააჭენებ მას ერაყის ცხელ მიწებზე, რადგან შიფიგ ინშუშანიკი ნახო და მას მოუყვე, თუ რა ჩაიდინა გულდა ლხუშმა წინა ღამეს, მანამდე ელექტრონი გმუხტავს.
როგორ გავს ეს ყველაფერი ნეირონების მუშაობას, არა, ხიშეპ?!
ისინი შენ ტვინში მუდამ გადაადგილდებიან და ინფორმაციას ცვლიან; ერთმანეთს გარესამყაროდან შემოსულ ახალ ახალ ამბებს აწვდიან. ზუსტად ასე ხარ შენც და შიფიგ ინშუშანიკი. დარბიხართ და ერთმანეთში ჭორაობთ, რომ გარესამყაროდან შემოსული ინფორმაცია იმის ცნობიერებამდე მივიდეს, ვისშიც ხარ.
გამოდის, რომ გულდა ლხუში და მისი წინა ღამის თავზარდამცემი ამბავი არარსებობს, ის უბრალოდ სიმულაციაა, რომ ერთ დღეს, ჩემო ხიშეპ, არ გაიგო,  რომ ვიღაცის ტვინში მყოფი ცალად დარჩენილი ნეირონი ხარ და ამისგან არ განადგურდე - ამიტომ აისხა ხორცი გულდა ლხუშმა.
შენ სიმართლისთვის მზად არ ხარ და როცა მას ისმენ, არათუ არ მოგწონს ის, ან მოგწონს, არამედ მისი უბრალოდ არ გესმის, როგორც არც ერთ გამომხმარ ხეს არ შეუძლია ჰიტა რატენის საოცარი პოეზიის შეგრძნება.
ალბათ შენ იფიქრებ, რომ ალაჰი დიდი კომიკოსია, მე კი გეტყვი, რომ ის უბრალოდ ზარმაცია. ამიტომ გავს სამყაროში ყველაფერი ერთმანეთს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები