ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2024


ფეხბურთი არის ჩვენი თამაში

ფეხბურთი არის ჩვენი თამაში,
ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება...
ორი თარიღი ამ ქვეყანაში
ერს სამუდამოდ ემახსოვრება!

იყო ცამეტი მაისის ღამე,
იმ ოცდაექვსი მარტის ღამეში
ფეხბურთელებმა მეც დამიამეს
ტკივილები და... მზე დგას თვალებში.

სულ სხვა გრძნობაა, როდესაც ხედავ
შენს ერს - ერთ მუშტად შეკრულს და ძლიერს...
გულში გიხუტებს მშობელი დედა,
ნატრობ: ხედავდე მუდამ ბედნიერს.

ფეხბურთი არის ჩვენი თამაში,
ფეხბურთი არის ჩვენი ცხოვრება...
გამარჯვებები ამ ქვეყანაში
ჩვენ სამუდამოდ გვემახსოვრება!

2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები