ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთიკო
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2024


წარსულის მოგონებები

წლები,თვეები,დღეები
გადაქცეულა წამებად,
წარსულის მოგონებები
მექცა ყოველდღე ზმანებად.
ფიქრები როგორც ღრუბლები,
დაცურავს სულის სიღრმეში,
ნეტავი დაბრუნდებოდეთ,
წლებო გაფრენილ სივრცეში.
უკან დამრჩალი ბავშვობის
დამყვება მე აჩრდილები,
ის მხიარული და ლაღი,
გათენებული დილები.
ის უდარდელი დღეები,
ნათელი სხივით ნაფერი,
თავს შეგახსენებს ხეების,
მსუბუქი სიოს ნამღერი.
მაშინ როდესაც წარსულში,
ყველაფერს ჰქონდა სხვაფერი,
ის სიყვარული და სითბო,
მოგონებები ზღვაფერი.
ახლა კი სხვა დრო მოვიდა,
სხვა სიყვარულით ნაჯერი,
ვერ დააბრუნებ მას უკან,
დრო ხომ არ არის დამჯერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები