ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2024


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XIX )

- ლაჩარია, მაგრამ იცის, რომ მიყვარს და მის საწინააღმდეგოს არაფერს ვიზამ.

    ბაბუისა და დის გამოჩენით გახარებული დარა მოუსვენრობისგან ადგილს ვერ პოულობდა, ვერაფრით იჯერებდა რომ თადეოზმა ხეობამდე მისაღწევად რამდენიმე დღე იარა, რათა იქიდან მისი ოჯახის წევრები წამოეყვანა ვის შესახებაც აქნობამდე არაფერი სმენოდა. დაუჯერებლად ჟღერდა, მაგრამ ლაპარაკია იმ თადეოზზე, რომელიც ერთ დროს ნებისმიერ ადამიანს გაიმეტებდა ოღონდ კი სამეფო ტახტზე ასულიყო და მეფის გვირგვინი დაედგა. გაკვირვებას ისიც ემატებოდა, რომ თადეოზი მასზე გაცილებით ბედნიერი ჩანდა, თითქოს საკუთარი ნათესავები ეპოვნა იმ მიყრუებულ სოფელში და უკან დაებრუნებინა. შესაფერისი ნადიმის მიწურულს, დარამ თავისიანები საძინებლებისკენ მიაცილა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ისევ დარბაზისკენ გადაინაცვლა. ამასობაში კი თადეოზი ღია დარაბებთან იდგა და გონებაში ათასი აზრი უტრიალებდა, განსაკუთრებით იმაზე ფიქრი რაც ხვალ გამთენიისას ელოდა. ნათესავების პოვნითა და მათი ვიზიტით დარასთვის მიცემულ პირობას ვერსად გაქცეოდა, თუმცა თითოეული ნაბიჯი მაინც საღად უნდა გაეაზრა, რადგან სასწორზე არა მხოლოდ მისი მომავალი, არამედ მოსალოდნელი საშიშროებები იდგა, რომელიც ღმერთმა უწყის თუ რას უქადდა. ერთია გინდოდეს საყვარელ ქალთან ერთად მშვიდად ცხოვრება, თუმცა მეორეა ყველა ის საფრთხე რაც ჯერ კიდევ წინ იყო. მამამისის მიერ დატრიალებული ცოდვების გამო ვერასდროს ეღირსებოდა ნანატრ თავისუფლებას და არც იქაური ხალხი შეხვდებოდა მშვიდად მიუხედავად იმისა, რომ თადეოზი ჯერ კიდევ დესპანების მეთაურად მოიაზრებოდა. ახლა კიდევ თითქმის შემდგარი შეთქმულების ჩახშობა რჩებოდა და იმის იმედად ყოფნა, რომ სახელმწიფო ღალატის მზაობას არ მიეღწია ენეოსის ყურამდე ვის სათავეშიც მისი ერთადერთი ძმა იდგა. მეორე მხრივ კი რომ დავფიქრდეთ შესაძლოა საქმე არც ისე ცუდად ყოფილიყო, რადგან უახლოეს დღეებში სამეფოს მომავალი მემკვიდრე მოევლინებოდა და სიამაყით აღსავსე ენეოსს აღარც კი გაახსენდებოდა უბადრუკი თადეოზი, რომელმაც მთელი დინასტია და ძალაუფლება სიყვარულში გაცვლა და განყენებული ბერივით ღვთისგან მივიწყებულ ადგილას არჩია ცხოვრება. იმ ადგილას ჩასულს კი ვინმე უსათუოდ აგებინებდა პასუხს ოჯახის ამოწყვეტისთვის და საკითხავია სამომავლოდ რამდენად დაედგომებოდა მათ იქ. თადეოზის ფიქრები სასწორივით მერყეობდა ორად გახლეჩილ სამყაროს შორის, სადაც ნებისმიერი გზა ნებსით თუ უნებლიეთ მაინც ჩიხში ექცეოდა, მაგრამ მთავარი უბედურება ისაა, რომ არც ხეობის ამბებში მიუძღვოდა რაიმე ბრალი და არც იმაში, რომ მამამისმა მეფედ მისი ძმა არჩია, რომელიც ოდნავადაც კი არ სცემდა პატივს მას. დედა? რა პასუხს აძლევდა დედას, რომელიც აბელის გარდაცვალების შემდგომ სასახლის კედლებს არც კი გასცდენია და სასიცოცხლო მიზეზად მხოლოდ მისი შვილებიღა რჩებოდა. მათზე მეტი საფიცარი არც არავინ ჰყოლია აქნობდის, მისთვის მზეც და მთვარეც ისინი იყვნენ და ის პატარა თადეოზი სასახლის უმაღლეს ოთახში, რომ ჩაიკეტებოდა თავისთვის სწორედ დედა აკავებდა ხოლმე მისკენ მიმავალ გაავებულ აბელს, რომელსაც იმთავიდანვე რცხვენოდა შვილის გამორჩეულობისა. ანგრევდა და ლეწავდა ყველაფერს რასაც ირგვლივ შეხვდებოდა ოღონდ კი მისი შვილი არ ყოფილიყო ასეთი იდეალური. სამეფოს სჭირდება დიქტატორი, უმაწყალო, უშფოთველი ტირანი... ამბობდა ხოლმე ის. ახლა კი თადეოზი იდგა და ფიქრობდა თუ საით წაიყვანდა ზურგის ქარი, როცა ეს ბობოქარი ტალღები ჩადგებოდნენ და ნანატრი სიმშვიდე დაისადგურებდა. ნეტავ თავად მასში სად გაუჩინარდა ის სიბობოქრე და პატივმოყვარეობა, რისი გულისთვისაც შეეძლო მთელი ოჯახი შეეწირა?! დარაზე გაფიქრებისას სხეული სასიამოვნო ჟრუანტელით გაუთბებოდა ხოლმე, მაგრამ განახევრებული სოფლის ნახვისას, რომელსაც აშკარად აჩნდა აბელის სასტიკი ხელი მაინც აუტანელი დანაშაულის გრძნობა გორგალივით ებჯინებოდა ყელში. სინამდვილეში იქ წასვლის მიზეზი ის იყო, რომ ნათესავების დანახვისას აღტაცებული დარა ვეღარ გაუძალიანდებოდა თადეოზს და იძულები გახდებოდა გაჰყოლოდა მათ, ხოლო თადეოზი ამასობაში მოგებული დღეების სანაცვლოდ აუღელვებლად დაალაგებდა შეთქმულების ამბებს და შესაძლოა დაბრუნებულიყო კიდეც ხეობაში, მაგრამ მისმა გეგმამ არ გაამართლა. იმის შემყურე თუ რა გახარებული იყო, დარა ნადიმის მსვლელობისას მიხვდა, რომ მის გარეშე ერთ კვირასაც ვერ გასტანდა, ამიტომ ამ ღამესვე უნდა გადაეწყვიტა რამე. ნამდვილად არა სახიერბიელო მდგომარებაში ჩავარდნილიყო, მაგრამ არც ენეოსი გამოიყურებოდა უკეთ, რომელიც მეორე სართულის დერეფანში მოუსვენრად დაიარებოდა იმის იმედად, რომ უთენია სათანადოდ მიაგებდა პასუხს მის თავქარიან ძმას. დინამ ერთხანს კი სცადა მისი შეყვანა, მაგრამ ამ უადგილო ყურადღებაზე ენეოსი მთლად  ჭკუიდან გადადგა. ის ის იყო ორსულ ცოლსაც კი მოგუდავდა რა დროსაც სასახლის კარიბჭე მოულოდნელად მძიმედ გაიღო. ირგვლივ ყველაფერი უჩვეულოდ ახმაურებულიყო.  ქერუბიმებმა სასიგნალო ზარიც შემოკრეს, ეზოს გაყოლებზე ჩამწკრივებულ დესპანებს შორის ცხენზე ამხედრებული დიბეკრონის პრინცმა მშვიდად ჩაიქროლა, ვისი სტუმრობაც მაინცდამაინც კარგად არ ენიშნა ენეოსს, თუმცა რას გააწყობდა?! სწრაფად შეიმოსა და გასასვლელისკენ დაიძრა, ის კი სწრაფი ნაბიჯებით ქვედა სართულის დერეფანს მოუყვებოდა, რომ გზად გადაყროდნენ ერთმანეთს, მაგრამ სანახევროდ განათებულ კედლებში ვერც კი შენიშნა ისე დაეჯახა დარას. ენეოსის ნაბიჯების ხმა კიბეებზე მკაფიოდ ისმოდა. შეშენებულმა დარამ ჯერ ზევით აიხედა შემდეგ კი შეეცადა სწრაფად დასხლტომოდა ხელიდან პრინცს.

- დარა არ წახვიდე...
- მარკოზ თუ ღმერთი გწამს ამის დრო არ არის. - წინ გადამდგარ პრინცს, რომელიც გზას უღობავდა მაინც დაუსხლტა და თან ისე გაიქცა მისგან, რომ შეშინებულს უკან აღარც კი მოუხედავს.
- დარა... - ერთი დაძახება კი მოასწრო, მაგრამ უშედეგოდ. მკრთალ ნათებაში გამოჩენილი ენეოსი დიდი ზარ-ზეიმით დახვდა სტუმარს და უმალვე მთავარი დარბაზისკენ გადაიპატიჟა.

    მარკოზის ყურადღება იმდენად გადაერთო დარაზე, რომ ისიც კი დავიწყებოდა თუ რისთვის შეაწუხა ლიტონის სამეფო ამ შუაღამისას. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა. დიბეკრონის პრინცს საუცხოო სუფრა გაუშალეს, მაგიდის თავში მჯდომი ენეოსი სულმოუთქმელად ელოდა მისი ჩამოსვლილს მიზეზს და თან ნერვიულად ადევნებდა თვალს თუ როგორ ესაუბრებოდა ის დინას, რომელიც მისი ბიძაშვილი გახლდათ. გაურკვევლობის აუტანელ მღელვარებას მარტივად ამოკითხავდით მის სახეზე, როდესაც ღვინით სავსე თასს უაზროდ ათამაშებდა ხელიდან ხელში. ცდილობდა გაერკვია თუ რაზე ესაუბრებოდა მის ცოლს, მაგრამ ხმა გაჭირვებით წვდებოდა მის ყურამდე. უსიამოვნო პაუზის დარღვევა ისევ მარკოზმა სცადა.

- ჩემს ბიძაშვილს ჩამოვაკითხე. მამაჩემმა გაიგო მომავალი მემკვიდრის შესახებ, რაზეც თქვენთვის დანაბარები გადმომცა. - უთხრა ენეოსს და თასი ზევით მომართა.
- ჩემი სამეფო ყოველთვის მოხარული იქნება თქვენი სტუმრობით. - მოკლედ მიუგო ენეოსმა.
- ვფიქრობთ, რომ კავშირის გასამყარებლად ორ მეფობა უნდა ვარჩიოთ...
- ორ მეფობა?
- დამასრულებინეთ! - ხმაში მყისიერად შეერია ბრაზი. - გავლენები თანაბარი იქნება, ორივე სამეფოს შეეძლება ყველანაირი უფლებებით ისარგებლოს, როგორ დიბეკრონში, ასევე ლიტონში.
- დამოუკიდებლობა? - ხვდებოდა, რომ რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრი ამოძრავებდა დიბეკრონის მეფეს, რომელიც ხელის მოთბობას ახალი მემკვიდრის დაბადებით ცდილობდა.
- ენეოს რა გირჩევნიათ? - ფეხზე წამოდგა მარკოზი, თასი ღვინით შეივსო და მის პირდაპირ მაგიდაზე ჩამოჯდა. ენეოსმა ოდნავ შეშინებულმა უკან დაიხია. - სამუდამო ხელშეუხებლობა დიბეკრონის დახმარებით თუ სრული გავლენა ორივე სამეფოზე რაც თავშივე ნიშნავს სამყაროს მბრძანებლობას?
- პასუხი როდისთვის სჭირდება მის უდიდებულესობას?
- თქვენი მერყევი პასუხით ძალიან განცვიფრებული ვარ ენეოს, თუმცა მემკვიდრის დაბადების შემდგომ ისევ დიბეკრონში შევხვდებით,  სადაც მეფეს თქვენს პასუხს მოახსენებთ. - სასმისი ბოლომდე გამოცალა და ცარიელი თასი პირდაპირ წინ დაუტოვა ენეოსს.

  ენეოსი უჭკუო ნამდვილად არ გახლდათ და კარგად ხვდებოდა დიბეკრონის მზაკვრულ ჩანაფიქრს, რომელიც ორ მეფობის სახელით მისი გარდაცვალების შემდგომ სრულიად შეძლებდა ლიტონზე ბატონობის მოპოვებას, რაც სამეფოს ხელში ჩასაგდებად ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. მართალია დიბეკრონთან მეგობრობული ზავის სანაცვლოდ მათი პრინცესა ცოლად შეირთო და ამით თავის ქვეყანას სიმშვიდე მოუტანა, თუმცა საპირწონედ აღმოჩნდა, რომ ეს დიბეკრონმა აჯობა მას ჭკუაში და მემკვიდრის გამეფების შემდგომ მთლიანად ხელში ჩაიგდებდნენ ლიტონის უძლეველ სამეფოს. ზედმეტი სისხლისღვრისა და უარის გარეშე მისი ვაჟი იძულებული შეიქმნებოდა უბრძოლველად გადაეცა მათთვის სამეფო, რითიც ენეოსი კიდევ უფრო დამწუხრდა, რომ დინას ცოლად მოყვანა თურმე მისი კი არა, არამედ დიბეკრონის გეგმის ნაწილი ყოფილა. გამოსავლის მოძებნა ყოველთვის შეიძლებოდა, თუმცა თადეოზის წასვლის შემდგომ მარტოდ დარჩენილი მეფე დიდი ალბათობით ვეღარ გაუძლებდა ასეთ პოლიტიკურ წნეხს და აბელის ნააღვაწარი სრულიად დიბეკრონის კუთვნილება გახდებოდა.
 

    ამასობაში კი თადეოზთან დაბრუნებული დარა დაჟინებით არწმუნებდა მას, რომ ხეობაში ახლავე უნდა წასულიყვნენ, რაზეც სახტად დარჩენილი თადეოზი ფიქრობდა, რომ დიდ შეცდომას დაუშვებდა, თუმცა უცნაურად გაჯიუტებული დარა არაფრის დიდებით არ ეპუებოდა მას. ყველანაირად ცდილობდა აეხსნა მისთვის, რომ ახლა სიჩქარე არ ივარგებდა, მაგრამ დარა შეურაცხადივით იქცეოდა. ახლად გაღვიძებული ბაბუა და მისი პატარა და სასწრაფოდ სასახლის ეზოში ჩამოიყვანა და ეტლის მოლოდინით გაცხარებული, შეშლილივით დადიოდა წინ და უკან. ისეთი განცდა ჰქონდა რომ თუ ახლავე არ დატოვებდა ტერიტორიას მოზღვავებული ემოციებისგად ერთიანად გასკდებოდა ადგილზე. დაბნეულმა თადეოზმა მსახურებს საჯინიბოდან ცხენები გამოაყვანინა, ხოლო ეტლის გამოჩენისას ისღა რჩებოდა, რომ სამუდამოდ დამშვიდობებოდა ლიტონის სამეფოს. მეორე სართულზე კი გაავებული ენეოსი აივნიდან უყურებდა თუ როგორ ეშმაკურად ცდილობდა მისი ძმა გაჭირვების ჟამს მის მიტოვებას რა დროსაც წარმოდგენა შეექმნა, რომ ყველაფერი ერთბაშად ემხობოდა თავზე. პრინცის გადამკიდე ვერც იქაურობას ტოვებდა და ვერც თადეოზს გააჩერებდა, ამიტომ სატუსაღოში დაბმულივით უყურებდა თუ როგორ უჩინარდებოდა ცხენების ფლოქვისგან დაყენებულ მტვერში მისი ერთადერთი იმედი.

- ენეოს... - კვლავ სუფრისკენ უხმო, მარკოზმა ვის ირონიულ დამოკიდებულობასაც აშკარად გრძნობდა, თუმცა ახლა საკადრისი პასუხის გასაცემად მზად არ იყო, ამიტომ ბედს შეგუებული ისევ მაგიდას დაუბრუნდა. - მოგეხსენებათ დიბეკრონი საკმაოდ კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, ამიტომ ლიტონის სამეფოსგანაც დამსახურებლ პატივისცემას ველით. - უთხრა, მარკოზმა თუმცა მთელი ვნებით სურდა ლიტონის ერთიანად გადაყლაპვა, რაც მის წარმოდგენებში სრულიად გარდაუვალი იყო.
- როგორც გითხარით მეფეს აუცილებლად ვესტუმრები... - უსიამოვნოდ მოიცილა თავიდან მისი ცინიკური მზერა.
- მშვენიერი, მაშინ თქვენის ნებართვით მე დაგტოვებთ... - გასასვლელისკენ დაიძრა მარკოზი, რაზეც ენეოსმა ქერუბიმებს ანიშნა გააცილეთო. დერეფანში გაუჩინარების თანავე კი დინა მეუღლეს მიუბრუნდა.
- ნუ შიშობ მეფეო, ჩემი ოჯახი შენს საწინააღმდეგოს არაფერს მოიმოქმედებს...
- თადეოზი წავიდა - სიტყვა ბანზე აუგდო, დინას. - საკითხავია რა უფრო გამოწვევაა ახლა ჩემთვის? ლიტონისა და დიბეკრონის საეჭვო გაერთიანება თუ ძმა, რომელმაც ოჯახს საყვარელი ქალი ანაცვალა?
- ენეოს მის გადარწმუნებაში მთელ ენერგიას ფუჭად შეალევ და ეს შენც კარგად იცი. - უპასუხა დინამ.
- წარმოგიდგენია... არც დედას დამშვიდობებია და არც არავის?! - განაწყენებულმა თავი ისე ჩახარა, თითქოს ჩხუბის ძალაც კი აღარ შემორჩენოდა.
- მოგვიანებით შეიძლება ხეობაში ჩასვლა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი ცხელია, ამიტომ არ გამოგყვება ენეოს. ნუ შექმნი ამისგან ტრაგედიას, შენს შვილზე იფიქრე.



                                                                                                      (გაგრძელება იქნება)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები