| ავტორი: ვანანო ჟანრი: საბავშვო 27 აპრილი, 2024 |
პატარა ნინოს მიმკრთალ თვალებში გრძელი მზის წნული ციალობდა, იმედს ამხელდა, თამაშობისას ხის ფიგურები, ცხენი ჯირითით, მისი შეხებით მშვენდებოდა ფერებს იცვლიდა. სიზმრები ჰქონდა უცნაური, კრთებოდა ძილში, გაღვიძებული მამას დიდხანს გულში ეკვროდა. დედა ფხიზლობდა მის სიზმრებთან და აღვიძებდა. ჭიგოთი ჯვრებსაც როცა წნავდა არ გრძნობდა ჭიდილს, ყველა კუთხეში ჯვრის ნასახი მაინც დაედგა. მოიზარდა და ფეხშიშველი გრძელი ყორნის თმით, მუდამ ნაწნავით კოჭებს ფარავს ხმალი და კაბა. გამოემართა ანგელოზის ხმით შემართული, შიშები ყველა იმ სიზმრებით უფალს დაუთმო,- მუჭით ქვიშასავით ჩაუცრა და მის წილ გულად შეიძინა რწმენა და ლოცვა. კრთოდნენ მშობლები, ეშინოდათ მისი ბუტბუტის. ადგა და გამოემართა, ყველა კედელზე თავისი ლოცვა ჯვარს დაასახლა გზაზე მთის შუქიც კი არ ჰქონდა, ნისლზე ვიდოდა. ეძინა დაბალ ხის ტოტზე, მიწაზე არ ურჩევდა უფალი წოლას. ამოიტანა ახალ-ყლორტი იმ ბერწმა ხემაც, სადაც ქალწული ნინო დამჯდარა. მოდიოდა და არ იცოდა ვისთვის ან ვისთან. ერთი არსებისთვის ყველგან და ყველაფერში ასე იცოდა, ვინაც მისცა ძალა და ხსნა ამ წვრილ მაჯებში, ჩაცვენილი შავი უპეების ნათელ თვალებში. დახეთქილ ფეხებს ძლივს ადგამდა ხამლდახეული. არ დაუკვნესია, არც საყვედური დასცდენია. უფალმა იცოდა, ნინო ვერ ხვდებოდა გულუპრყვილობით, რამხელა მისია და გზა ეკისრა მის სათუთ, გაუშლელ მხრებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გაიხარე მუხა!! გილოცავ!! მრავალს დასწრებოდე ბედნიერად!! გაიხარე მუხა!! გილოცავ!! მრავალს დასწრებოდე ბედნიერად!!
3. გილოცავ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს. გილოცავ აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულს.
2. ამინ!! :))) ამინ!! :)))
1. სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|