ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერა21
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2024


.


ნეტავ რამდენი წელი მომელის?
ან წლებისაგან მე , რას მოველი?
რელსებს ჩამოვწყდი დიდიხანია
აღარ მივარგა არც " დიხანია "

ვდგავარ , წაქცეულ მონათა შორის
მეფის მანტია შემოხეული.
მე, აღარ მჯერა იდეა ორის...
ძველ რვეულს, ვგავარ ამოხეული

უკვე გრძნობებიც წამში იცვლება და ზიზღად რჩება გადმონთხეული.
რაც , კი მიყვარდა ოდესმე უწინ
სიმახინჯისგან გახდა სნეული

თუ თვლი სამყარო ულიმიტოა
ანდაც სიყვარულს არა აქვს ვადა
ეს ყოველივე აქ იმიტოა,
მარადისობა არ გახდეს  'სადა'

მინიმუმ ორი სიკვდილი განვვლე
გარდავისახე , ვიცვალე ფერი
მე არც ფენიქსი არა ვარ ნაღდად
და არც იესო ნაზარეველი

მაგრამ , ფაქტია ფეხზე ვარ ისევ,    და სიმბოლიკურ რიცხვებს ვალაგებ
წავსულვარ უამრავ ,უაზრო რისკზე
ჩემს ბედს მხოლოდ მე თუ განვაგებ

ვიცი დრო მოვა და გადამახვევ
კადრებად გაშლი ნეგატივს ღამის.
ვიცი არ გძინავს , ან ჯოინთს ახვევ
ისრები გაჩერდნენ საათზე , სამის

შენი სითეთრე ალბათ სხივია
და სამოსელი შავი,  ნიშანი.
ჩემი სული,კი ვგრძნობ რომ ქვრივია
და აღარ არის ის უშიშარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები