 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 12 მაისი, 2024 |
ამერიკაში დღეს დედის დღეა. გილოცავთ ყველას!
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სადედისდღეო პრიმიტივი
დედაჩემო, აი შენი შვილი! - - ხან ჭკვიანი, ხანაც გონშეშლილი, უპირობოდ რომ გიყვარვარ, ვიცი, მეც სხვა არვინ არ მყავს დასაფიცი, თუმც ძვირფასი ქვეყნად სხვებიც მყავს.
სისხლმდინარე მაცხოვარმა ჯვრიდან, ფერდს მახვილი ვიდრე გაუჭრიდა, მზერა როცა მიმოავლო არეს, მარიამზე უთხრა იოანეს, მიხედეო. ბევრს დაუნახავს.
პირველი და ბოლო იყო მისთვის, ამ მიწაზე ვალი ედო ვისიც, არ მოკეთის, ძმისა ანდა დისი. ჩვენც გვდევს ვისიც მუდამ ღაღადისი - “არიდეო, ღმერთო, მარცხს და ავს!”
“დედა მინდა!” დედა ყველას გვინდა, მისი გარჯა ჩვენში დაგვირგვინდა, სიბერეში ვინც ნიადაგ უვლის, ის იქნება შვილი-სასწაული, ხეს მადლისა - სამოთხეში რგავს.
დედის დღეა! ცაა - მამამიწა, ავხედავთ და დედა გვახსოვს იმწამს. დედამიწას დავულოცავ დედას, ხანდაზმულს თუ ჯერაც ახალბედას, ცა იფარავს - დედის დამკარგავს!
სხვის გაჩენილს ვინც გულს გადაუშლის, ვინც ჩაიკრავს გულში ტკბილად სხვის შვილს, რა გერობა ანდა რა სიბრაზე! გაზრდის, აღზრდის, დააყენებს გზაზე, - ღმერთი მისცემს უხვად ლხინს და ხვავს!
ჰო, დედებო, თითოეულს შვილი ჭკვიანი გყავთ, არა გონშეშლილი, კოკორია მართლაც პირგაშლილი, ლხინით სავსე გყავდეთ, არ - დაცლილი, კარგ შემნახავს - ღმერთი ინახავს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან, ძალიან მომეწონა! დიდხანს სიცოცხლე და სიხარულები თქვენ დედას!
"დედამიწას დავულოცავ დედას, ხანდაზმულს თუ ჯერაც ახალბედას, "
"სხვის გაჩენილს ვინც გულს გადაუშლის, ვინც ჩაიკრავს გულში ტკბილად სხვის შვილს," ეს სიტყვები ახლოს მოვიდა ჩემთან ძალიან, ძალიან მომეწონა! დიდხანს სიცოცხლე და სიხარულები თქვენ დედას!
"დედამიწას დავულოცავ დედას, ხანდაზმულს თუ ჯერაც ახალბედას, "
"სხვის გაჩენილს ვინც გულს გადაუშლის, ვინც ჩაიკრავს გულში ტკბილად სხვის შვილს," ეს სიტყვები ახლოს მოვიდა ჩემთან
|
|
მონაცემები არ არის |
|
|