ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
23 მაისი, 2024


ცელოფნის სახურავი

მარტის ბოლო იყო, ციოდა საკმაოდ, ჯერ კიდევ ზამთარი არ უთმობდა გზას გაზაფხულს.ხეები ჯერ კიდევ დაბერილი კვირტებით ელოდნენ აპრილის დადგომას, ბეღურას უკვე დაედო კვერცხები და კრუხად იჯდა დღეში ერთხელ აფრინდებოდა საჭმლისთვის როცა გამოიდარებდა.
აპრილის ბოლოსთვის ბარტყები დაჩეკა დაეხლა ხშირად უწევდა ბუდიდან აფრენა რადგან სამი ბარტყი უნდა გამოეკვება. შორიდან ტრაქტორის ხმა ისმოდა,ბარტყები აჟღურტუნდნენ, მიხვდა შიოდათ.ბეღურა იქეთკენ წავიდა საიდანაც ტრაქტორის ხმა ისმოდა, ხნულებზე გადაჭრილი ჭიები იკლაკლებოდნენ, მალე აკრიფა ნისკარტი გაივსო, ის იყო დაიქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა.ბეღურა ბუდისკენ გამოფრინდა. წვიმა თანდათან მატულობდა ფრთები ისე დაუსველდა ფრენა უჭირდა იქვე ნაძვის ხეზე ჩამოჯდა, ბარტყებზე დარდობდა ვაი, თუ წვიმამ დაახრჩოო. როგორც კი გამოიდარა და ფრთები გაუშრა ბუდისკენ გასწია, საოცრებავ ბუდეს ზევიდან ტოტი ედო და ზედ სქელი ცელოფნის პარკი ეფარა. შეშინებული ბარტყები ერთმანეთს ეკვროდნენ და დედის დანახვაზე ისევ აჟღურტუნდნენ. ბეღურამ აჭამა ბარტყებს და იქვე ხმელ ტოტზე დაჯდა გადაშრობად, წინ გაიხედა პატარა ბიჭი თხებს წყემსავდა, მიხვდა რომ ბარტყებზე მან იზრუნა, ჭიკჭიკი დაიწყო, ბიჭმა სალამური დაუკრა, თხები ეჟვნების ჟღარუნით დაიფანტნენ. ბეღურას უკვე აღარ აშინებდა ავდარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები