როცა მწყემსები ყამონიანელთა, შეიშლებიან ჭკუიდან და ცხვრებს ამოწყვეტენ, როცა დამთავრდება წყალი და მარილი, და ის წყალი, რაც დარჩა, მარილიანი იქნება. როცა აღარ დაბრუნდებიან მერცხლები და მეზღვაურები, მოვა იმედი.
ის იქნება ქვის სახლივით, წვიმა და ქარი გახდება მისი ისტორია და უბედურება ვეღარ დაანგრევს მას.
მის კარებთან დაიძინებენ მიჯნურები. მის აბაზანაში ვარსკვლავებს გადაყლაპავს როკ- ვარსკვლავი და ვარსკვლავი აენთება მაშინ მის თავზე.
ხელახლა აშენდება ქალაქები: ბეთიაშიმოთი, ბაყალ-მაყონი, კირიათაიმი... შენც... თეთრ სიზმრებში ბრალდებული , შენც იქ იქნები. წინ წაგიძღვება მოციმციმე შორი ვარსკვლავი, და ამ უძირო სიბნელეში გზას გაგინათებს, სულს დაგიწყნარებს, დაიწვება შენი გულისთვის.
მე ჯერ ზურგის ტვინი ვარ, მიმაგრებული საშვილოსნოს კედელს, მაგრამ ამჯერად გარდაუვალია ჩემი გაღვიძება- იქ, ბროწეულების ბაღში, წყნარ წყლებთან. შენც, თეთრ სიზმრებში ბრალდებული, შენც იქ იქნები, რადგან, არ არსებობენ ის მიწები შენს გარეშე და რადგან მხოლოდ ბოროტებაა უმიზეზო, ჩემი ბრალია ეს ცხოვრებაც, როგორც დამღლელი მგზავრობა ავტობუსით, სადაც ამოდიან და ჩადიან სამსახურებთან, სასწავლებლებთან, ბაზრობებთან და შენ გჯერა, რომ გზის ბოლოს, გაჩერებაზე, გელოდება შენი კეთილი ღმერთი.
ის სულის შებერვით ხელებში აცივებს ორ ნაყინს, ჩვენს მოლოდინში, სასწაულები ხომ მისი ძველი ჩვევაა, რომელიც ასე მოგწონდა მასში.
ჩვენ ვისეირნებთ გაფენილი სარეცხით აჭრელებულ ქუჩებში, ეს - გაზაფხულის ქუჩაა, ამ ქუჩით დადიან სტუდენტები, შეყვარებული წყვილები, შატალოზე გაპარული კლასები, ექსკურსიის ავტობუსები, ეს ყველაზე გადატვირთული ქუჩაა ამ ცაზე.
ეს ზამთრის ქუჩაა, აქ განუწყვეტლივ თოვს, სიბერის ქუჩაა ზამთრის ქუჩა, აქ ყველაფერი კარგად არის, აქ იხსენებენ ახალგაზრდობას და კამათობენ პოლიტიკაზე, კანტზე, დეკარტზე. ამიტომ, სულ შემოდგომის ქუჩით მინდა გავლა - იქ ხომ ფოთლები ყრია და ხელჩაქნეულები დგანან ნაცნობი მეეზოვეები, გრილი წვიმები. მე კი, წვიმის კაცი ვარ, ჩემო კარგო მე წვიმის კაცი ვარ 88 წლის ფილმიდან. არაჩვეულებრივი რაიმონდ ბებიტი- მე წავიდოდი შემოდგომის ქუჩით, შეხსნილი თასმებით მკვდარ ფოთლებში, მაგრამ შენ მეუბნები, რომ ზაფხულის ზღვაზე გადის და უნდა წავიდეთ თოლიების საყურებლად, ისინი შენს თეთრ სიზმრებს კი არ გვანან, ისინი არიან შენი თეთრი სიზმრები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ყველაზე გადატვირთული ქუჩა ამ ცაზე.
ლეგენდებით და სიზმრებით დაძლეული წარმავალობის სევდა. ყველაზე გადატვირთული ქუჩა ამ ცაზე.
ლეგენდებით და სიზმრებით დაძლეული წარმავალობის სევდა.
3. ისინი არიან შენი თეთრი სიზმრები. ისინი არიან შენი თეთრი სიზმრები.
2. როგორ ახერხებ ბიბლიური ეპიზოდების, როკ-ვარსკვლავის, თანამედროვე ყოფიერი მომენტების და ფანტაზიების ისე შერწყმას, რომ მაინც ერთიან ორგანიზმად წაიკითხოს მკითხველმა, წარმოუდგენელია. აუდიო ვერსიებს ნუ მოგვაკლებ მადლიერ მკითხველს :)))) როგორ ახერხებ ბიბლიური ეპიზოდების, როკ-ვარსკვლავის, თანამედროვე ყოფიერი მომენტების და ფანტაზიების ისე შერწყმას, რომ მაინც ერთიან ორგანიზმად წაიკითხოს მკითხველმა, წარმოუდგენელია. აუდიო ვერსიებს ნუ მოგვაკლებ მადლიერ მკითხველს :))))
1. თითქოს "ეკლესიასტედანაა".
მართლა რაიმონდ ბებიტი ხარ <3
თითქოს "ეკლესიასტედანაა".
მართლა რაიმონდ ბებიტი ხარ <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|