ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
27 მაისი, 2024


24 თებერვალი

ბოლოს კარგად თავი 24 თებერვალს ვიგრძენი, 1997 წელს.

ღამის სიცივე ჭამდა ნახალოვკას.

1997 წელი...

გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი. ეს წელი არის 20 საუკუნის მე-10 დეკადის მე-7 წელი.

ზოდიაქოთი თევზები ვარ.

24 თებერვალს თბილ წყალში ვიწექი. არ მქონდა სახელი, სამსახური და დიდი ცხვირის კომპლექსი.

არ ვერეოდი პოლიტიკაში და ჯერ არ მქონდა წაკითხული უილიამ გოლდინგის საბავშვო ამბები - შესაბამისად არ ვოცნებობდი კუნძულზე დაკარგვაზე და ველურობანას თამაშზე.

არ მამწუხრებდა აპოლო 13 ის ამბავი და არ ვაძალებდი თავს წარმომედგინა რუსეთის ტალახიანი სოფელი, - კლეშინო, საიდანაც იურინ გაგარინი საერთოდ სხვა სამყაროში გაფრინდა; ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კოსმოსში

25 თებერვალს კი დავიბადე.

ბიჭი ვიყავი, მაგრამ თოფი არ გაისროლეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები