ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2024


პორტრეტი სულის ინტერიერიდან

მას აწეული საყელოთი გამოიცნობდი,
შუბლზე სათვალით,
მორგებული ყელზე კაშნეთი.
თვალებში ჩანდა, რაც ეხატა სულის ტილოზე,
საერთოს უცებ პოულობდნენ მასთან ბავშვები...
მისი საფირმო სიტყვა იყო -შენ გაიხარე!
სიტყვებით არა, საქმით უფრო მეტს გიმტკიცებდა! 
ეგებებოდა დღეს მადლობით ყოველ ცისმარე,
ჰქონდა სიკეთის საძიებო მთელი სისტემა...
ისე მალავდა გულის გულში დარდს და ტკივილებს,
უძვირფასესი განძის იყო თითქოს მფლობელი...
მისმა ნატვრებმა ცა  იმდენჯერ მოილივლივეს,
მთავარი მაინც  დარჩათ  ცისთვის მოუთხრობელი...
თბილგულა იყო და საქმეში ოქროსხელება,
გამოარჩევდი დახვეწილი ჟესტით, მანერით...
მერე კი დადგა დრო დარდების ამოხველების,
დრო უსახური, უგულო და რაღაცნაირი...
სიკეთეები  ხსოვნის ნიშნად ფეხზე დგებიან,
რომ ერთხელ კიდევ გაიხსენონ მისი სიცოცხლე!
უდროოდ წასვლა იმ კაცების  "განაჩენია",
უსიყვარულოდ ცხოვრება რომ არც კი იცოდნენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები