მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.
* * *
გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
მარკოზ ხვამლელი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2024
ნეტავ მიყვარდე
იმ შეკითხვებზე,
რასაც
შენ
სვამდი,
თუ გახსოვს, მე სულ პასუხი მქონდა...
შენ ვერ ხვდებოდი - როგორ მიყვარდი,
მეც
ვერ
ვხვდებოდი - საიდან... ჰო, და
ნეტავ შეკითხვებს ახლაც მისვამდე...
და
ნეტავ
ახლაც
პასუხი
მქონდეს...
ნეტავი ისევ ისე მიყვარდე
და შენ კი ისევ ვერას ხვდებოდე...
ახლაც ვკვდებოდე შენი ლოდინით, ჩუმად გჩუქნიდე სისხლისფერ ვარდებს,
გული კი ისევ გქონდეს ლოდივით
ოღონდ მიყვარდე, ახლაც მიყვარდე...
მარკოზ ხვამლელი
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
კარგი,თბილი სევდიან-სიყვარულიანი ლექსი
კარგი,თბილი სევდიან-სიყვარულიანი ლექსი
მუხა.
2024-05-30 21:22:59
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
10.07.2025 14:02:44