მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2024
ერთიან საქართველოსთვის
მინდა ვილოცო ილორში,
გმირებს დავუნთო სანთელი,
ტაოშიც... საინგილოშიც
ისევ მღეროდეს ქართველი.
მე ის ვარ, - ვინც რომ მივიდა
რწმენით გელათის ტაძრამდე...
ისმოდეს ნიკოფსიიდან
ერის ხმა დარუბანდამდე.
მინდვრად დავკოცნე ღიღილო,
მიწა - ცრემლებით ნამული,
მსურს ბედნიერი ვიხილო
აღმაშენებლის მამული.
შვილებით გარემოცულო -
შენს ამაგს ვერვინ ვერ მოსთვლის,
ვწერ და ყოველდღე ვლოცულობ
ერთიან საქართველოსთვის.
ოთარ რურუა
2024
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
გაიხარე მუხა, მადლობა.
გაიხარე მუხა, მადლობა.
ოთარ რურუა.
2024-06-03 13:34:15
1.
ძალიან, ლამაზი ლექსი -ლოცვაა.
ძალიან, ლამაზი ლექსი -ლოცვაა.
მუხა.
2024-06-02 23:57:02
მონაცემები არ არის
21.06.2025 08:39:41