ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2024


სანთელი და გათენება

მესმის მე თხრობა უანგაროდ ამოქარგული,
მესმის მე აზრი საფიცარი თურმე გედები,
ვნახეთ საყდარი მასაც ქვია სიტყვა ქართული,
გაკიდეს ბაღი და დაარქვეს მასაც ედემი,
მეტყოდი კმარა ირიბია შენი წამოთქმა,
რომ სიძულვილმაც ივნისივით გარეთ გავიდეს,
არ მიჭირს სიტყვა, ამ ბგერების ხმაზე ამოთქმა,
თუ კი მიდიხართ ჯობია რომ ერთად წახვიდეთ,
სახელი ვიცი უსიტყვობის მაგრამ როდემდე,
მაშინაც თბილი ივნისია თურემ შექება,
დაწნავენ ქუდებს,მიაღწევენ გაღმა ღობემდე,
ჩვენია თქვენთვის ასე რბილი რომა შეხება,
ვუწყოდით ამბავს ვუამბობდით ქართველეთ გმირობას,
ასეა განზე გასროლილი ჩუმი  დავთარი,
ესოდენ კმარი გაღიმება თუ კი გინდოდა,
მაშინაც მშვიდი გაღიმებით რბოდა აფთარი,
მე გაზაფხულის განთიადზე გადავირბინე,
რომ სიშორიდან უსამართლოდ ისევ მხედავდნენ,
ესოდენ არსი უმაგისოდ განა ვითმინე,
რაოდენ კმარა ან რად არის სიტყვას ბედავდე,
ჩემია კვამლიც და სიშორეს გზანი გამეხდნენ,
უწყოდი ამბავს და ამბებად გადაიკარგე,
რთულია ძირის უძირობით ასე გამეფდე,
მესმის და მჯერა, უსიტყვობა ამოვიქარგე,
მაშინაც გეთქვა რაკი იცი ჩუმი ღიმილი,
ღიმილის მსგავსად გადარგული სხვისი ხევები,
მე შენთან მოველ და დამჩემდა ბევრი ჩივილი,
მე მაინც მჯერა რომ ქვეყანას მოვეფერები.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები