ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2024


.....

-პატარა სახლი გვექნება.
შენ ყვავილებს მოაშენებ...ბევრს..ფერადებს....
ისეთი ხმით მეუბნება,რომ ვიჯერებ
-ჰო.
შემოდგომით ყურძენს დავკრეფთ.
შენ ღვინოს დაწურავ.
მე ჩურჩხელებს გავაკეთებ.
საღამოს დაღლილები ეზოში დავსხდებით.ცხელ ჩაის,მოვწრუპავთ და ხვალინდელი დღის საქმეებს დავგეგმავთ.
-ეს ჩერჩეტი ნესტორი ღამით ისევ გაიპარა და მეზობლის ძაღლებს დაერია.მაგას სანამ არ გავაჩუქებ,არ მოისვენებს!
-რისი გამჩუქებელი ხარ,არ ვიცოდე მაინც.საკუთარ თავზე მეტად გიყვარს.ვეუბნები და თავს მხარზე ვადებ.
-ჰო.ამბობს და ეცინება.
-წამიყვანე სათევზაოდ.
-წაგიყვან.მოვრჩები ხვალ ვენახს და წაგიყვან.
-აცივდა.ვამბობ და ცხვირს სვიტრის საყელოში ვმალავ.
-პლედი მოვიტანო თუ სახლში შევიდეთ?
-მოიტანე.ცოტა ხანს ვისხდეთ ეზოში.
პლედი მოაქვს და მახურავს.
ალაგ-ალაგ ციცინათელები ციმციმებენ.
ნესტორი ამაღამაც გაიპარება და მეზობელ ძაღლებს დაერევა.მაინც რამხელაა ეს დურაქი.
- მაგას მოუწევს გაჩუქება
- ნეტა რისი გამჩუქებელი ხარ,არ გიცნობდე მაინც...
შორიდან მატარებლის საყვირის ხმა ისმის.
ცივა.
მალე ზაფხული მოვა.
ზღვისპირელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები