ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინკოგნიტო1993
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2024


წერილი იგრეკს იქსისგან “თათია ხარხელაურს”

წერილი    Y ს / X სგან

*****

დღეს უეჭველად დაგისიზმრებ და
ამ ტყუილი სიზმრის სიმართლე,
რომელსაც უკვე მსხვერპლი მივართვი,
არის კაცების ფაქიზი სევდა.
-ფაქიზ კაცებში მე ნუ მიმათვლი.

დღეს უეჭველად გამოვთვრები,
გადავკრავ Xo -ს  ასკანელსაც,
ოთახში ჩამოვხევ ამ შპალერსაც,
დავლეწავ თაროებს და სკამებსაც
მათემატიკური გამოთვლებით.

კი არ  დაგიშლი არც რაიმეს,
ან როგორ უნდა დაგიშალო,
ჩემო გემრიელო დარიშხანო,
როცა აიკიდებ ალცჰაიმერს,
სანამ არ მოკვდები მოგივლი და
რომ წამოგაყენებ ლოგინიდან
და გკითხავ ეს რა მოგივიდა,
შენ მიპასუხებ არც რაიმეს.

გადაიქცევა სასიკვდილოდ
მზე რომ საჰარის უდაბნოში,
მე მინდა იმ მზემ შემიწიროს.
ჯერ მომკლას მერე შემიძულოს
და ძვლებში სხივი შემიცუროს
და ტყეში დამმარხოს უდაბურში.

მერე გაგვიხდება ორიგამი,
ტვინი ფერადი ქაღალდის
და ვეღარ ვიქნებით პოლიგამი,
სხეული შეგვრჩება ორი გვამი
და სული იქნება ორი გრამი
სიკვდილის გადასახადი.

გზები უტყუარი, დავხედი და
ორთქლში გახვეული, დანამული.
ნეტავ იმ ბედაურს გავხედნიდე
მთებმა შემიტყუეს იმხელებმა
და გადამავიწყეს სარა ვონი
თათარაიძის სიმღერებმა.

მე რომ მწვანე ტბისთვის გამზადებდი,
შენ რომ ჭაობის ფსკერს შენატროდი,
ბოქლომს ჩემი სახლის კარს ვადებდი
კარი ჩავრაზე და წიხლი ჩავდგი,
კიარ აღებდი კარს შენ ადნობდი
და გულს ატომივით მიხლიჩავდი.

ცეცხლზე ნუ დადიხარ, დაიწვები.
რა და ჩემს კოცონში თუ ჩავარდი,
ვაი ფერდები და ვაი ძვლები,
ვეღარ შეგინახავს შუშაბანდი,

როცა გადაგაჩვევ ცეცხლთან თამაშს,
როცა გადავცურავთ ბოსფორს ლა მანშს,

ჭრილი თვალების აგენთება,
ირგვლივ მიწასავით მოგიხმები,
სულში ჩამახედე შემიყვანე
და იმდენ რამეს მოგიყვები

გოგოვ ეგ თვალები შემიყვარებს.
მკითხავ -რაიცი, ვინ გითხრაო?
ახლავე უნდა გიმკითხაო.

დგახარ ორმოცი წლის ქალღმერთი და
თითქმის ახალ კაბას აუთავებ.
მე კი ფანქარს წვერი წავუთალე
და გხატავ კუბიზმის დეტალებით,
ისე გაგიჟებით ვეტანები
შენს თავს, - შემზარავად აუტანელს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები