| ავტორი: ჯი-კო ჟანრი: პოეზია 24 ივნისი, 2024 |
ღამე ყველა ერთნაირია და ისევ მოვა. ნუ მისტირიხარ გასულ წუთებს ნაზი სიბნელის. მოვა ღამე და მოვა ძალა სისხლის შევსების, სულ ნუ იტყვი, რომ დღემ გადაგღალა... დარჩები მარტო და მუზები კვლავ მოვლენ შენთან, ყოველღამე მოვლენ მუზები. ამოიტანს სახეს ღიმილი, მომწვანო ფიქრი ჩაუდგება ჰაერს სხეულში. ნუ უფრთხიხარ იდუმალ ფერებს (სანდო არის მოღუშული შავწვერა კაცი), ყველა მხარეს ახლა ღამეა. ღამეც მარტოა, უძილობა მასაც უთხრის გახელილ თვალებს. უყურე ღამეს - შენთან მოვლენ წარმოსახვები, ღამე მოგცემს საკუთარ განცდებს. შენ ხომ არ იცი, რამდენი ხანი გელოდა ღამე - მოთმინება მისი ხვედრია. შენს სუსტ ხელს ფრთხილად აიღებს ხელში დიდი ღამე. სულ ნუ ეტყვი, რომ დღემ გადაგღალა... უთხარი მარტო, რომ გიტაცებს სიზმრიანი და მთვარიანი მისი ხილვები და ყოველღამე მოვა ღამე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|