ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2024


აჩრდილის დღიურიდან

ვერ ვნახე შველა,უსაყდარო წყებით ვიარე,
ვერ ვნახე ომი,გაღეღილი მქონდა პერანგი,
მიშველა წამმა ,წამი იყო ამის წინარე,
დამდევდა შფოთი,ნერვებისთვის ისე ვერაგი,
შიშები ვიცი,აირია აქაც მხევალი,
რომ განიზრახა თავის თავი ვისმე სანახად,
ვიტყოდი სათქმელს რომ არ ვიყო ბედის მძევალი,
დამჩემდა სიტყვა,ასეთივე იყო სამარხად,
საჩემო ლოცვა გაისმება გაისის პირას,
მე მაქვს იმედი უსიამო გზების ნამზერი,
ვემსგავსე ომებს,დავათრევდი სიშლეგეს მყვირალს,
მეთქმოდა სიტყვა უნაკვეთო იყო სხვაფერი,
შიმშილის პირას მე სიტყვებმა გემზე მატირეს,
რომ განშორებამ განიზრახა ავი დიდება,
იშლება წვეთად,წვიმიანი ხეთქავს ნაპირებს,
იწვოდა მიწა,ნაპირი კი გაიყიდება,
ასეა ჩვენი, აღმოსავლეთს არა გვამყოფა,
ასეა აზრი, აღმოსავლურ აზრებს გაექცა,
გვიმზირა ერთხანს დანაცრულმა ჩვენმა სამყოფმა,
და მერე წვიმად ერთიანად მიწას დაეცა,
ჩემო ედემო განაპირას ნუ ხარ ეკალი,
ნუ წუხარ ხვალეს,დღენიადაგ არად გაკვალო,
გიმზერდი მწუხრით ამერია თვალის კეკალი,
სიტყვებო ჩემო და აზრებო არა საკმარო,
გედების ამბავს თუ გიამბობ არა მიჩივლო,
ასეა გზებმა დაიქუხა საყდრებიანად,
გაექცა შარას ის იწილო ვითომ ბიწილო,
გავიდა ხანი, უსაშველო ავდრებიანად,
ჩემო საყდარო, დამალულო არხის ბინაზე,
ჩემო ედემო ნუ ემდური არხთა საშველად,
შედუღდა ზეცა უკუნეთის გზასთან რკინაზე,
ღრუბელი წვიმის ,ამ ქუხილის თურმე საშველად,
ვახ მე შამქორო ,დიდგორამდე არა ნანახო,
ვახ მე იდინე სისხლის ჩქერო,მტრების ყიჟინა,
ვიცოდი გლოვა ამ გლოვამდე გნახე სამარხო,
ბალახი იყო ბალახმა რომ გაიბიბინა,
შენად სიკეთედ ნამზირალო ჩუმო კარიბჭევ,
თუ კი სიკეთე უსიამოდ არა დათვალე,
მიეცი ზეცა, სანატრელად მიწა ანიჭე,
მე კი უხეშად დაგიკოცნი  ზღვისდარ შავ თვალებს...

თ.გუბელიძე



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები