ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2024


ოქსიუმორონი ბებიას სურათთან



ნინო დარბაისელი

ოქსიუმორონი ბებიას სურათთან

ესეც - სიბერე!
შენი ხნისა ვარ, აგე, ბები!
ეს ნიშნავს -
-  როცა ახალ სიყვარულს ვერ ეგებები.
მოგწყინდა  - მისი  უნაზესი ვერაგობები,
ფუჭ-კარგობები, კოშკეულის ვერ აგებები,
გაცუდებული წაღმა-უკუღმა ნაქარგობები…
გულს ვერ დაგიტკბობს თაფლეულის ვერა გობები.
გარიგებები,  ურიგობები…
გაიგე, ბები?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები