ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
25 ივნისი, 2024


Robert Frost - Stopping by Woods on a Snowy Evening

რობერტ ფროსტი - ტყესთან შეყოვნება თოვლიან საღამოს

ამ ტყენარგს ვინ ფლობს, მე მგონი ვიცი,
სადაც ამჟამად შევჩერდი, ვიცდი,
ის მოშორებით, სოფელში სახლობს,
შევყურებ მისი თეთრი ტყის ლიცლიცს.

გაკვირვებულ ცხენს წაერთვა ალღო,
ვერ ხედავს ქოხსაც მაღნართან ახლოს,
გაყინულ ტბას და ტყეს შორის მდგარი
წლის ამ უბნელეს მიმწუხრში წვალობს.

რეკენ აღვირის ეჟვნების ზარნი,
ეგებ პატრონის ზრახვაა მცდარი;
ოდნავი ჩქამიც არ მესმის გვერდით,
გარდა ბუქის და მსუბუქი ქარის.

რა ბნელია და ლამაზი ტევრი,
ფიცისგამტეხის არ მნებავს ხვედრი,
ძილამდე დამრჩა სავალი ბევრი,
ძილამდე დამრჩა სავალი ბევრი.

25.06.2024 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: https://poets.org/poem/stopping-woods-snowy-evening

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები