 | ავტორი: დ. / ჟანრი: პოეზია 26 ივნისი, 2024 |
ვინ ვიყავი და ვინა ვარ?
ბავშვი ვიყავ უმანკო, აზრები მქონდა ბრძნული. შემიჩნდა რაღაც სურვილი სიზარმაცის და რულის, მერე ტკბილმწარედ ვიგემე წუთისოფელი მტრული, ჯერ ჭკვიანი ხარო მითხრა, ყველა როდია მსგავსი ტკბილად მესმოდა თითქოსდა გველის სისინი მტკნარი მოიარეო სამყარო, რა არის ამის მსგავსი, თავისუფლების ხმა ისმის, განა სინდისი გჯაბნის? იყავი თავის ბატონი, ცოდვა სწორია მართლის, როგორიც მოგესურვება, შექმენი შემოქმედი, ნუღარ გიზიდავს კრავობა, უმანკოება მტრედის, მგლურია წუთისოფელი, დაუხვდი როგორც მგელი შენი კერპია სიამეა, ის არის შენი ღმერთი. სულ ამას იმეორებდა ჟურნად_გაზეთი, პრესა, ჰეროდეადას დაეპყრა. როკვის ხმა ტკბილად მესმა, ხოდა მეც ხელში მეჭირა ნათლისმცემელის თავი, აი ამ ორომტრიალში, სიმშვიდე შემომესმა.
ვინ იყავი და ვინა ხარ? ვინ იყავი და ვინა ხარ! ვინ იყავი და ვინა ხარ?!
ვაჰმე ბედკრულო ქვეყანავ. ვინ ვიყავთ და ვინ ვართ?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მგლურია წუთისოფელი, დაუხვდი როგორც მგელი მგლურია წუთისოფელი, დაუხვდი როგორც მგელი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|