 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 26 ივნისი, 2024 |
ნინო დარბაისელი
ფეხბურთი, პორტუგალია (პაროდია - დედას)
ველისციხელო ნათელა, აქ რას გააწყობს ქალია! ეტყვი?! - ო, ციცინათელა, შენ ჩემო პორტუგალია. ნერვიულობით შევჯერდი, ხილი არ შემრჩა სინაზე, მაგრამ უეცრად შემცივდა, ვთრთი მეტად მე - თრითინაზე. გაბრწყინდეს საარაკო ცა, მთვარე დაბრუნდეს ბინაზე, არ ვდარდობ, ვინ ვის აკოცა, მოვიგოთ, მტრების ჯინაზე!
ხომ შეიძლება, ჩემმა რომელიმე მეგობარმა არ იცოდეს, რისი პაროდიაა, მე ხომ მხოლოდ პოეტებთან და ლიტერატორებთან არ ვმეგობრობ:
გ. ტაბიძე
წინანდალელი ნათელა
***
წინანდალელი ნათელა ულამაზესი ქალია. ო, ჩემო ციცინათელა, ჩემო ციხე და გალია. მთელი საღამო შევჯერდი: რა არის ქალის სინაზე, მაგრამ უეცრად შევჩერდი მშვენიერ თინათინაზე. ბრწყინავდა საარაკო ცა, - მთვარე დაბრუნდა ბინაზე, როს შუქმა ღრუბელს აკოცა, ყველა ქალების ჯინაზე.
1922
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დედაჩემის სიზმრით თუ წყდება დღეს ყველაფერი, მოგვიგია და ესაა!
შენ რა გესმის, მე ისეთი სიზმარი მაქვს ნანახი, ვიგებთ, ხო იცი, ეგეთ სიზმარს ტყუუილად არ ვნახავდიო. დედაჩემის სიზმრით თუ წყდება დღეს ყველაფერი, მოგვიგია და ესაა!
შენ რა გესმის, მე ისეთი სიზმარი მაქვს ნანახი, ვიგებთ, ხო იცი, ეგეთ სიზმარს ტყუუილად არ ვნახავდიო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|