ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2024


  ჩამოტვირთვა

სხვისი ცოლი


დაახლოებით გავიდა ორი
ან ოდნავ მეტი წელი გავიდა,
რაც მოიყვანე შენ სახლში ცოლი,
თუმც აღარ მოგწონს როგორც თავიდან.
შემოხედვისას აღარც თავს კარგავ,
არც ჭკუიდან გშლის ღიმილი მისი
და თუკი დაუფიქრდები კარგად,
ხვდები რომ გხიბლავს შენ ქალი სხვისი.
იმ სხვისას უფრო ნაზი აქვს ტანი,
თითქოს სუსტიც და მეტად მოვლილიც.
ხოლო კანი კი- ო მისი კანი...
ხავერდოვანი-თეთრი ბროლივით.
ის სხვისა ისე მოხდენით იცმევს,
შენსას რომ არცკი დაესიზმრება,
თან ისე ვნებით-მაცდურად გიმზერს,
გსურს სურვილები გექცეს მიზნებად.
იმ ქალის თმაში ბობოქრობს ქარი,
შენსას-ნიავი არ უტოკს ღერსაც.
და იმ სხვა ქალზე ფიქრებით მთვრალი,
ღამეს ასწორებ-ასწორებ დღესაც...
იმის თვალებში ჭინკები ხტიან,
შენი ცოლისას აღარ აქვს მუხტი,
იმის მუხლები ხომ ცუდად გხდიან
შენსას ,... კაბაში არ უჩანს მუხლი.
მაგრამ შეპყრობილს შენ უცხო ხილით,
გამოგრჩა ...სხვაშიც ,რომ ვნება სახლობს
და ასეთივე აწყვეტილ ჟინით
რომ ის სხვა შენს ცოლს გიჟვით ნატრობს.
მარი ბაიდოშვილი
18.01.24

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს