ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2024


  ჩამოტვირთვა

შენ დაიბადე ასი წლის მერე

შენ დაიბადე ასი წლის მერე,
მას შემდეგ, რაც მე გარდავიცვალე,
თუმც ის ლექსები რაც მაშინ ვწერე,
მე მხოლოდ შენთან- შენით ვისწავლე.

არ გვაფერხებდა ჩვენ დროის ზღვარი,
ჩვენი შეხვედრა ღმერთმა ინება
და საუკუნე ჩვენს შორის მდგარი,
ეს იყო მხოლოდ განზომილება.

შენ დაიბადე ასი წლის შემდეგ,
მას მერე-რაც მე ჩავბარდი წარსულს,
მაგრამ მე მაინც სულ მუდამ შენ  გდევ,
სადღაც გეწევი, პორტალში გასულს

მე დავიბადე ასი წლით ადრე
და ვერ ვიპოვე შენი სადარი,
მჯერა ,რომ კვლავაც შეგხვდები სადმე,
იქ სადაც ქრება სივრცის საზღვარი.

მ.ბ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები