ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიბ23
ჟანრი: თარგმანი
8 ივლისი, 2024


რუხთვალება მეფე


ანნა ახმატოვა  1889-1966
რუხთვალება მეფე

დიდება შენდა ღრმა ტკივილო დაუსაბამო,     
წუხელ მომკვდარა რუხთვალება მეფე ბატონი,           
იმ შემოდგომის მცხუნვარე და მხუთავ საღამოს,                       
დაბრუნებულმა ქმარმა მითხრა წყნარად - ამბორით:       
-ნადირობიდან მოიტანეს თურმე საბრალო                           
მისი სხეული ბებერ მუხის ძირას ნაპოვნი,                                 
ჩვენს ნორჩ დედოფალს ჩამოექცა თავზე სამყარო,             
გათეთრებულა ერთ ღამეში ქალი სანდომი.                                                                                         
ჩიბუხი თვისი ბუხრის თავზე იდო- იპოვნა,
საღამოს ცვლაში წავიდა და თან წაიყოლა.
მე ჩემს გოგონას გავაღვიძებ სასწრაფოდ ახლა,
მის რუხ თვალებში ჩავიხედავ  ტირილის ნაცვლად,
სარკმლის მიღმა კი შრიალებენ ვერხვები სველი,
აღარ მყავს მეფე - რუხთვალება ბატონი ჩემი...





Сероглазый король

Слава тебе, безысходная боль!
Умер вчера сероглазый король.
Вечер осенний был душен и ал,
Муж мой, вернувшись, спокойно сказал:
«Знаешь, с охоты его принесли,
Тело у старого дуба нашли.
Жаль королеву. Такой молодой!..
За ночь одну она стала седой».
Трубку свою на камине нашел
И на работу ночную ушел.
Дочку мою я сейчас разбужу,
В серые глазки ее погляжу.
А за окном шелестят тополя:
«Нет на земле твоего короля…»

თარგმანი : მარი ბაიდოშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები