ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2024


ვიცი მარტოობა

ვიცნობდი მარცვალს,დაღებული პირი მეამა,
შენამდე მოვალ დანახული აქაც დიდია,
იცოდი მაცლის სანამ სხივისი ჩემად მეწამა,
ჩემია ხედვა, სიხარულად გაგიყიდიან,
უშენოდ მყოფელს ნავენახარს გადავიბირე,
თუ საყვედური უსაშველო გარდაცვალება,
დავდევდი მარცვლებს,მოსავალი განა ვირბინე,
ასეა ჩემი უსაყდარო გამოცვალება,
ჩემია სუნთქვაც ნაცარივით ცამდე რომ ბუქავს,
ჩემია ხედვაც საწამებლად და ნაცარები,
ასეა ვიტყვი თუ სიტყვები ჩემი ხმით სუნთქავს,
მაშინ მე ყველას ვერასოდეს ვენაცვალები,
ჩუმად რომ გლესავს,უსაშველოდ მე ვარ მარტოა,
გამექცა აზრი სახილავად საყდარს შევყურებ,
თუ ფერთა ფარსი,სიყვარულით განგვიმარტოა,
ვერ დავთვლი საყდარს წამოქცეულს თქვენი შემყურე,
თუ გაცვლის მსგავსი უმსგავსობა შენაც გეწადა,
თუ გულის პირი უსიამოდ შენაც გაყიდე,
ვიტყოდი მარცვალს უსაშველოს შველა მეწადა,
დამდევენ მიკვირს,გარდაცვლილთა გრძნობის საკიდებს,
ჩემად რომ სუნთქავ მაინც ფერფლი ვიცი გირჩია,
და შემოდგომაც უსათუოდ გაიყიდება,
ჩემო სამყაროვ ეს ცხოვრება დიდი ზვირთია,
და შენი სუნთქვა მილიონად არ იყიდება,
შენაც და ყველაც,გადარეულ აზრებს გიამბობ,
უცაბედია საშველივით ჩემი ერთობა,
ვხედავ ეშმაკებს მეჩვენება მაინც დიაბლოდ,
ასეა გარდა არსებივით ვინმეს ღმერთობა,
თუ წაქცეულსაც მისაშველებ განაყიდობით,
მაშინ ქართველი აღარ გქვია ასე იცოდე,
არაბის მარცვალს მიყვებოდი განა ბიჭობით,
კაცობით ვიცი საიდან და როგორ ვიწვოდე,
ესროდი ალბათ, უსაყდარო ამბის ბინადარს,
შენამდე კმარა საყვედური ალბად დამეცა,
შენია სუნთქვა და საყდარი წყევლას მიადგა,
რომ უცნაური გაღიმება ალბათ მეწადა,
შენამდე მავალს ამერია გზათა საკვალი,
და გაბნეული ჩემებური ასე მშვიდობა,
წყევლა იქით და გადირია მეფის ნაცვალი,
ასე ქვეყნის და სამშობლოს განაყიდობა,
თუ კი საშველად მზიურივით ბაღში შეხვედი,
გველი სისინებს ვერ ვეწევი ძაან დიდია,
და საყვედურად დადებული საყდრის ეს ხედი,
საფიცარია და საშველთან ერთად ყიდიან,
ჩეხური ლუდი და სლავური შენი გინება,
ჩეხეთის მიწა და სუყველა გადარეული,
უმია ხორცი ძნელი არის ხინჯის მიგნება?
ამოღებაა რთული ხინჯით გამორთმეულის,
ჩემო საყდარო დაგიტირებ საყდრებიანად,
ჩემო პირიმზევ უშენოდაც გადავირევი,
ჩემო ედემო უნაყოფო დაწყებიანად,
ვიჩემე სიტყვა ჩემებური განა გმირების,
უსახოდ მშვიდად,უსუსური თურმე ეკალი,
და საყვედური სიყვარულის განაყიდობა,
თუ კი იშოვე სამკაულად?არა ვერც არი,
ომია გულის ,ომი არის განა მშვიდობა.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები