თოვდა და ტყეში ვიყავი მკლავები შეშით გავივსე და ნელა დავეშვი სახლისკენ ღუმელში დარიჩინიან ვაშლებს ვაცხობდი კარები შევაღე კომშის კომპოტი ქვაბიდან გადმოდიოდა სახელოები დავიგრძელე და ნაპირისკენ ჩავაჩოჩე ფანჯრიდან კი ფორთოხლის ხეები ჩანდა თქვენ ასეთი რამეები მოგწონთ სინამდვილეში მე ამ ამბებით ძალიან ვიღლები თითქოს ყველაფერი ახლა ხდება თავისუფლების მოედანზე ჩავიარეთ მე და ბავშვებმა ამერიკელი ინდიელები საკრავებს ყიდდნენ ბამბუკები ბამბუკები ბამბუკები ტყეში ავედით მე და ჩემი ორივე შვილი ხელში ნაჯახი მეჭირა სამი ბამბუკი მოვჭერი და სამივემ თითო თითო წამოვიღეთ იატაკზე დავჯექი და დავიწყე სათამაშოების გამოთლა ქარი იყო ბავშვებს ქურთუკები არ ეცვა მეტროში ჩავედით ორივემ თავი მომადო დაღლილი ვარ გავამხილე მალე მივალთ მითხრა ილიმ თვალები დავხუჭე მწყუროდა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|