ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2024


პაციფისტური - მუზეუმიდან

#ლექსები

ნინო დარბაისელი

პაციფისტური - მუზეუმიდან

მთელი ეგვიპტე  - ამერიკაში გამოიზიდა.
გავსებულია დარბაზები, მთელი ეზო და
ქვედა სართული, იმის ქვემოთ და ზედის ზედა.
ასე იტყოდა ძროხისთავა იგი იზიდა:

- მომავალს -  განა საცრით წყალი უნდა უზიდო,
გაუზიარე წინაპართა რჩევა უზადო,
“თუ გინდა,  შენი ქვეყნის ქება ცამდე აზიდო,
არ გადაიქცე სხვათა პირის ასამრეზადო,
გინდა მშვიდობა?!
სულ ომისთვის უნდა ემზადო!»

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები