ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2024


შეხედე ჭალებს დატყობია ავი დიდება

ნაცნობი მტერი,საცნობია აქაც ქედები,
ჩქერი დის მიწას,ჩანჩქერიდან გამომდინარე,
გულია სიტყვა, ანთებული გენაცვალები,
თუ კი მანამდე ზაფხულივით გამოიდარე,
სიზმრების ტყვე ვარ,ამერია სისხამ დილაზე,
ჩემო კალამო გადაღლილო ავის დიდებით,
გარეცხეს მიწა გადაკიდეს გაღმა სინაზე,
მე გეტყვი წასვლას აღარ ქვია აქაც მშვიდობით,
ნაცნობი მტერი,საცნობია აქაც ქედები,
რომ გულისპირას უსახსრობამ გამოიდარა,
მე სანუკვარი,ჭალაშიაც მოგეფერები,
თუ იტყვი წავალ შემახვიე წასვლის სუდარა,
მითქვია ასე, საწადელი უფსკრულის პირას,
ჩემო საუნჯევ დაქცეულო მტრების ამალით,
დიდია ლოცვა ანთებულა ყოველი წინათ,
სინანულს გავდა გულს მიყარეს ჩქერად წამალი,
ჩემო სამყოფო,უცილობლად გამოკეთდები,
ჩემო საგზალო გზად მავალი არ დაიქცევი,
და ჩვენ ქვეყანას გულისპირას არ აქვს წვეტები,
თუ ხარ ქართველი სხვაფერად ნუ გადაიქცევი.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები