ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2024


გამოცანა. ფხანია

ეს იუმორისტული მონორაიმი ვისზეა?!
-  კონკრეტულად - არავისზე, ზოგადად კი - ყველა იმათზე, ბურთისთვის ფეხიც რომ არასოდეს დაურტყამს და ფეისზე ისე ლაპარაკობს,  ვითომ პროფესიონალებზე უკეთ ესმის რამე.

ნინო დარბაისელი

გამოცანა. ფხანია

ეს რამდენი წელია,
და რამდენი ხანია,
პულტით ხელში - ტახტზე წევს,
ყეენია? ხანია?

ისწავლა ვირტუალში
მართალთა ჩეხანია,
ხელისა გრეხანია,
ჯგუფური წნეხანია,
მოკლედ, შრომად მიითვლის,
რაც უსალახანია!

ირგვლივ შემოიკრიბა
შვლებია თუ თხანია,
გაიჩინა “ქრაშები”
ხან - ეკა და ხან - ია.

შინიდან გაუსვლელად
ყველაფერში ერკვევა,
და ყველაფერს ყლაპავენ
პირღია ხახანია,
“მის აზრებს” დაეძებენ
მათხოვარ - გლახანია.
ვირტუალის მხეცია,
ვეფხვია, “შერხანია”!
ასეთია, დიადი
ჩვენი ყვერიფხანია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები