ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2024


ერთაოზის კერძი

გზები გაიწელა,უღრანს მივადექი,
ტყე და უძილობა ერთად შემეყარა,
თუ ხარ სამართალი მართალს მიაწექი,
სადაც სამართალი სიტყვას შეეპარა,
ჩუმი გათენება,ფრენა სახვალიო,
და თან უცნაურმა სევდამ დამიარა,
მეტყვი განშორება შენთან,აქ არიო,
წუთი გადიოდა მალე, წამი არა,
ჩემი სახვალიო დარდით ნაამბობი,
ეკალ-ბარდიანი საღად ნაჩვენები,
იყო შეფეთება მაგრამ არ ამბობდი,
აღმა იცლებოდა თრობის სარჩევები,
ჩუმი განთიადი,სიზმარს აყოლილი,
ჩემი გრძნობებივით მარტოდ,დაჩაგრული,
კოკა ნარჩევი და კოკა გამოცლილი,
კეცზე გამომცხვარი ცხელი ხაჭაპური,
ისევ ბადაგია გულზედ გალესილი,
შამფურს მწვადიანად არვინ მიირთმევდა,
ჭამა-სმა თუ იყო ასე გალექსილი,
უკვე გასაგებად ფეხს რომ მიითრევდა,
მე და შემოდგომა,სმა და გაგიჟება,
მე და გაზაფხული ფიქრით დაზაფრული,
დილის გათენება ჩუმი არიქნება,
ახლა ზაფხულია, ჩიტი არნახული,
რაკი სმა-ჭამაში დროჟამ გალეულა,
ვიცით თათქარიძის მსგავსი აჩრდილები,
ვწერ და ვაბერდები დავთარს მთვარეულად,
თანაც მეძახიან მინდვრის ყვავილები,
ტანზე ჟრუანტელმა ერთხმად დამიარა,
თითქმის გაგებული აზრის ირონია,
წამებს დავითვლიდი,გასულ წლებიანა,
თავი მოუკლავთ და გალაქტიონია,
ისევ დღე მარცვალი,ისევ შიშხათია,
ისიც გაბნეულად აზრებს შეექცევა,
ბრძოლა მოიგე თუ მხოლოდ ყისმათია,
ბედი რომ გწყალობს და ღვინოდ დაიქცევა,
მაინც აბდაუბდა,მაინც შელახული,
მანაც უცაბედი, სუსხი გვიანდერძა,
ჭადად გამომცხვარი ცხელი ხაჭაპური,
კეცით მოგვართვეს და თანაც მთავარ კერძად.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები