ვერ დაგიჩემებ სიყვარულო რადგან შენს გამო იმდენჯერ ვიჯიჯგნე, იმდენჯერ დავიწვი, იმდენი ცრემლი ვღვარე კმარა, არ ყოფილხარ საჩემო და გამეშვი. ვერ დაგიჩემებ სიბრძნევ ასეთი ეკლიანი რომ არ იყო შესაგროვებლად, ასეთი მძიმე რომ არ იყო სატარებლად, ასეთი მოუხელთებელი - ხელსაყრელად კიდევ ხო. ვერ დაგიჩემებ ღიმილო ყოველ ჩემს ღიმილზე იმდენჯერ დავისაჯე, იმდენჯერ მოვკვდი იმდენჯერ დავიტანჯები, იმდენჯერ მოვკვდები რომ დავიღალე. ვერც შენ დაგიჩემებ, ბედნიერებავ შენი ულუფებისთვის ქაფქირი მარგუნეს ამითაც კმაყოფილს, ეს ულუფები დამიყადაღეს და დავრჩი ასე, გამოგონილი ბედნიერებით რომლისთვისაც მხოლოდ ჩემს თავს ვემადლიერები აწი. ვერ დაგიჩემებ ქალობავ იმდენჯერ მომაგლიჯეს ხორცი იმდენჯერ ამომგლიჯეს ჯიგარი იმდენჯერ წამართვეს სიკეკლუცე და სილაღე ჩონჩხიღა დავრჩი და ამ ჩონჩხს ვერც ძუძუს მიახორცებ ვერც თეძოს და ჟუჟუნა თვალებს მხოლოდ შეგიძლია შემოსო, შებურო და დაახურო, თუმცა მაინც ჩონჩხად დარჩება, ჩონჩხად, სქესის გარკვევა მხოლოდ გენეტიკური ანალიზით რომ მოხერხდება, ასე რომ საჩემო არ ხარ და შევეშვათ ერთმანეთს. ვერ დაგიჩემებ სიცოცხლევ ვერ დაგიჩემებ, რადგან არსებობიდან სიცოცხლემდე დიდი მანძილია რკინის ქალამნებით სასიარულო ჩემს ფეხებს, ჩემს ფეხებს ვერცერთი მოერგება ჩემი სხეული ვერცერთს ათრევს ისევ თავს ვათრევ უსასრულობისკენ და მხოლოდ ჭინჭებით, ნაგავსაყრელის ზიზილ-პიპილოებით მოვრთავ აქა-იქ და ესეც კმარა შენ ჩემთვის არ გამოუგონიხარ გამჩენს. მხოლოდ დედობის დაჩემებას ვეპოტინებოდი ამისთვის ვიბრძოდი რაც თავი მახსოვს და ესეც არ შემერგო ესეც არ დამცალდა და გამყვეს თუ ასე გსურდა ბარემ ორივ სამყაროს დედა იყავიო და ახლა, როცა დედის ლოცვას ვამბობ ორად ვიყოფი გულიც ორგული გავხადე სინდისიც ორმაგად მქენჯნის როცა სიცოცხლე მიყვარს როცა ქალობაც მიყვარს როცა სიხარულიც მიყვარს როცა ღიმილიც მიყვარს როცა სიბრძნე და ბედნიერებაც მიყვარს და რაღაც უცნაური არითმეტიკით არაამქვეყნიური ძალით ათასმაგად მტკივა ჩემი ორგულობა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა უმა
❤️❤️❤️ მადლობა უმა
❤️❤️❤️
7. ნაცნობი განწყობებია აქ, მართალია, შენ ადგილას არ ვარ, მაგრამ დამიჯერე, მარტო არ ხარ, საყვარელო, ნამდვილად... ცხოვრება გაძლებაა, რას ვიზამთ... ნაცნობი განწყობებია აქ, მართალია, შენ ადგილას არ ვარ, მაგრამ დამიჯერე, მარტო არ ხარ, საყვარელო, ნამდვილად... ცხოვრება გაძლებაა, რას ვიზამთ...
6. ფლორეეეე, ეს რა ამოგიხეთქავს, ჩემ ჟუჟუნათვალებაა... სიტყვები არ მაქვს, ვიტირე, აღვფრთოვვანდი, არ ვიცი, ბრავო... "ვერ დაგიჩემებ სიცოცხლევ ვერ დაგიჩემებ, რადგან არსებობიდან სიცოცხლემდე დიდი მანძილია", და კიდევ რომელი ერთი... სუნთქვისშემკვრელია, სამაგიეროდ, პოეტესობა დაიჩემე, ნატ, ისეთი პოეტესა შესდექი, რომ არ ვიცი, დიდი ტკივილი აკეთებს ამას... სხვას ვერაფერს გეტყვი, მიყვარხარ, საოცარი სიღრმეა აქ, გაუსაძლისიც და მშვენიერიც... ჩავარდნა არ არის ლექსში... 100 ქულა <3 ფლორეეეე, ეს რა ამოგიხეთქავს, ჩემ ჟუჟუნათვალებაა... სიტყვები არ მაქვს, ვიტირე, აღვფრთოვვანდი, არ ვიცი, ბრავო... "ვერ დაგიჩემებ სიცოცხლევ ვერ დაგიჩემებ, რადგან არსებობიდან სიცოცხლემდე დიდი მანძილია", და კიდევ რომელი ერთი... სუნთქვისშემკვრელია, სამაგიეროდ, პოეტესობა დაიჩემე, ნატ, ისეთი პოეტესა შესდექი, რომ არ ვიცი, დიდი ტკივილი აკეთებს ამას... სხვას ვერაფერს გეტყვი, მიყვარხარ, საოცარი სიღრმეა აქ, გაუსაძლისიც და მშვენიერიც... ჩავარდნა არ არის ლექსში... 100 ქულა <3
5. მადლობა ნინო გეთანხმებით -ოპტიმიზაცია სჭირდება სიტყვებს ეგაა ჩემი დიდი მინუსი - ვერ ვისწავლე მოკლედ თქმა. მადლობა ნინო გეთანხმებით -ოპტიმიზაცია სჭირდება სიტყვებს ეგაა ჩემი დიდი მინუსი - ვერ ვისწავლე მოკლედ თქმა.
4. აქ რომ ფრიადი არ დავტოვო, არ შეიძლება, მაგრამ ისიც რომ არ დავამატო, რომ ცოტა სიტყვაჭარბი მეჩვენა, არ გამოვა. კომპოზიცია შინაგანი თუ ფორმობრივი ღერძზე კარგად დგას, აიტანდა კარკასი ლექსიკური ქსოვილის შემცირებას. აქ რომ ფრიადი არ დავტოვო, არ შეიძლება, მაგრამ ისიც რომ არ დავამატო, რომ ცოტა სიტყვაჭარბი მეჩვენა, არ გამოვა. კომპოზიცია შინაგანი თუ ფორმობრივი ღერძზე კარგად დგას, აიტანდა კარკასი ლექსიკური ქსოვილის შემცირებას.
3. მადლობა კობას და პოეზიის ხიდს რომ წაიკითხეთ. ბოლო ვერცელ და საინტერესო კომენტარს ვერ დავეთანხმები, ვერც ვაშლისა და მისი წვენის ამბავში, ვერც სიხარულისა და დარდის მსგავსებაში. ორგულობა კი ამ ლექსში ალეგორიაა. რაც შეეხება ბოლო წინადადებას, გეთანხმებით- გონიერება ყველგან და ყველაფერშია საჭირო, მით უფრო კეთილგონიერება. მადლობა
მადლობა კობას და პოეზიის ხიდს რომ წაიკითხეთ. ბოლო ვერცელ და საინტერესო კომენტარს ვერ დავეთანხმები, ვერც ვაშლისა და მისი წვენის ამბავში, ვერც სიხარულისა და დარდის მსგავსებაში. ორგულობა კი ამ ლექსში ალეგორიაა. რაც შეეხება ბოლო წინადადებას, გეთანხმებით- გონიერება ყველგან და ყველაფერშია საჭირო, მით უფრო კეთილგონიერება. მადლობა
2. ბედისთვის შემყურე ბევრჯერ წამიკითხავს და მინახავს,თუმცა არსებობს მარწუხები რომელიც ჩვენ სულის ძაფებს იმდენად ჰგავს რამდენადაც ბედნიერება უბედურებას,სიხარული ტკივილს ან თუნდაც დარდი სიხარულს,მთავარია ამ მარწუხებიდან თავის დაღწევისას კომპასი სწორი მიმართულებით გვიჩვენებდეს და არ გვაძგერებდეს იმ სულის ძაფებს რომელსაც ადამიანის საუკუნოდ შეცვლა შეუძლია,სული წმინდაა და ვინ ვართ ჩვენ როცა მას ცხოვრების მარწუხებს ვამსგავსებთ,რანი ვართ ჩვენ თუ ეს განსხვავება ვერ ვიპოვეთ სიბნელეში,თუმცაღა სიბნელე ცხოვრებიდან მოდის მაგრამ არსებობს მეტაფიზიკური არსი რომელიც რეალურად გრძნობისმიერ ბუნებას გავს,ამ მსგავსებამ არ უნდა მოგვატყუოს ადამიანები,ვაშლი და ვაშლის წვენი ერთი და იმავე ნივთიერებებისგან შედგება,მაგრამ ერთი შიმშილს კლავს მეორე წყურვილს,ასეთი მიდგომაა საჭირო ცხოვრებაზეც,თუ ადამიანმა გააცნობიერა რამდენად უკიდეგანოა მისი შესაძლებლობები არასდროს გაწყვეთს სულის ძაფებს და პირიქით მძივებით შეამკობს მას,მტკივნეული ის არის რომ ადამიანის უმეცრობა იქ არ სრულდება სადაც მძივი მოუნდება სულისთვის არამედ იქ როცა მძივების კასკადი აქვს სულისთვის გამზადებული და მას იმ მარწუხების დასამძიმებლად არიყენებს რომელიც ცხოვრებამ გააბა,აი ეს არის არსი იმის განხილვისთვის თუ როგორია სიბრძნე ტკივილისა და როგორია სიბრძნე სიყვარულისა,თუ ერთ-ერთ მადგანს მაინც ჩამოვაშორებთ სიტყვას სიბრძნეს არსობრივი კონტექტისც შეიცვლება და თვალსაწიერიც დავიწროვდება,ამიტომ ვეძიოთ სიბრძნე ცხოვრებიდან,რამეთუ სიბრძნის მძებნელი ადამიანისთვის შორია ორგულობა და ასევე შორია შური,რადგან მუდმივ ბრძოლაში ამყოფებს თავს. ბედისთვის შემყურე ბევრჯერ წამიკითხავს და მინახავს,თუმცა არსებობს მარწუხები რომელიც ჩვენ სულის ძაფებს იმდენად ჰგავს რამდენადაც ბედნიერება უბედურებას,სიხარული ტკივილს ან თუნდაც დარდი სიხარულს,მთავარია ამ მარწუხებიდან თავის დაღწევისას კომპასი სწორი მიმართულებით გვიჩვენებდეს და არ გვაძგერებდეს იმ სულის ძაფებს რომელსაც ადამიანის საუკუნოდ შეცვლა შეუძლია,სული წმინდაა და ვინ ვართ ჩვენ როცა მას ცხოვრების მარწუხებს ვამსგავსებთ,რანი ვართ ჩვენ თუ ეს განსხვავება ვერ ვიპოვეთ სიბნელეში,თუმცაღა სიბნელე ცხოვრებიდან მოდის მაგრამ არსებობს მეტაფიზიკური არსი რომელიც რეალურად გრძნობისმიერ ბუნებას გავს,ამ მსგავსებამ არ უნდა მოგვატყუოს ადამიანები,ვაშლი და ვაშლის წვენი ერთი და იმავე ნივთიერებებისგან შედგება,მაგრამ ერთი შიმშილს კლავს მეორე წყურვილს,ასეთი მიდგომაა საჭირო ცხოვრებაზეც,თუ ადამიანმა გააცნობიერა რამდენად უკიდეგანოა მისი შესაძლებლობები არასდროს გაწყვეთს სულის ძაფებს და პირიქით მძივებით შეამკობს მას,მტკივნეული ის არის რომ ადამიანის უმეცრობა იქ არ სრულდება სადაც მძივი მოუნდება სულისთვის არამედ იქ როცა მძივების კასკადი აქვს სულისთვის გამზადებული და მას იმ მარწუხების დასამძიმებლად არიყენებს რომელიც ცხოვრებამ გააბა,აი ეს არის არსი იმის განხილვისთვის თუ როგორია სიბრძნე ტკივილისა და როგორია სიბრძნე სიყვარულისა,თუ ერთ-ერთ მადგანს მაინც ჩამოვაშორებთ სიტყვას სიბრძნეს არსობრივი კონტექტისც შეიცვლება და თვალსაწიერიც დავიწროვდება,ამიტომ ვეძიოთ სიბრძნე ცხოვრებიდან,რამეთუ სიბრძნის მძებნელი ადამიანისთვის შორია ორგულობა და ასევე შორია შური,რადგან მუდმივ ბრძოლაში ამყოფებს თავს.
1. როგორი საჭირო ყოფილა "ორგულობა" როგორი საჭირო ყოფილა "ორგულობა"
|
|
მონაცემები არ არის |
|
|