| ავტორი: თემური57 ჟანრი: პოეზია 4 ივლისი, 2024 |
ნაწილი მეორე
თავი I ღამემ იმძლავრა, ჩამოწვა ბინდი, ქალი გამოჩნდა ქვემოდან გზაზე, დამძიმებული მჭმუნვარე ფიქრით, თავსაფრის პირით იწმენდდა სახეს. უცხო გარემო დაზვერა ფრთხილად, გასიებოდა საბრალოს ფეხი, უცებ იელვა, დაუშვა წვიმამ, კორომის თავზე გავარდა მეხი. ხეს შეეფარა, გამოხსნა ფუთა, ხელით მოძებნა საგზალში ვაშლი, მას საკუთარი ესმოდა სუნთქვა, მთვარეც არ ედგა საბრალოს მხარში. მილულა თვალი, ზმანება ნახა, ზეცით გაბრწყინდა ღვთისმშობლის დედა, ღამეს ფერადი სიზმრებიც ახლდა და მასთან ერთად ბუნებაც თვლემდა; - გათენდა დილა, საოცრად ნაზი, თავზე წამომდგარ აისს ახედა, იქვე შენიშნა ნასხლავი ვაზის, იგი შეცბა და უცებ გახევდა. თმა მოიკვეცა მაშინვე ქალმა, თვალწინ დაუდგა ისევ სიზმარი, თმით გადააბა, ნასხლავი ჩაწნა და გამოსახა ვაზისგან ჯვარი. ჩამოიწურა ნამი მხრებიდან, გარდაისახა პირჯვარი სამჯერ, ზეცას ღვთიური შუქი ეფინა, ღვთიური შუქით ბრწყინავდა სახეც. შორს, ჰორიზონტზე შენიშნა კვამლი, ორთავ ფეხიდან სდიოდა სისხლი, საბრალო ლტოლვილს არ ეცვა ხამლი, ღია წყლულები შეეკრა ჭინჭით. გეზი აიღო კვამლისკენ მანაც, ღვთიური ჯვარი ეჭირა ხელში, შაშვი ბუჩქებში ,,მღეროდა ნანას“, ხევს მიიკვლევდა მდინარე ხვნეშით.
თავი II - ცხვარი გაშალე, ეგ სატიალე! - შემოუძახა ბერიკამ არტოს; - - დილის აქედან თავს დავტრიალებ, არ შემიძლია სირბილი მარტოს! - - მიდი, ბაჩუავ! წაუკარ ხელი, მე კი საუზმეს გავშლი წყლის პირას! - ბერიკა შედგა, დააგდო წკნელი, ტყავი გაშალა იქვე ხის ძირას. ტბაზე აავსო დოქი ნახევრად, უკან მობრუნდა, დატეხა პური, ცეცხლზე შემოდგმულ ქოთანს ჩახედა და შეუბერა ცხვრის ნაჭერს სული. - - უკვე ეყოფა! - აიღო დანა, ისევ მოუხმო ორთავეს სტვენით, მწყემსებმა ტბასთან მორეკეს ფარა, წასახემსებლად მოცვივდნენ ფრენით; - ხორცი დათალე, ბაჩუავ, შენა! არტაშ, შენ კიდევ ღვინო დაასხი, ჯერ აქვე ძოვონ ბალახი ცხვრებმა, მერე კი იქით, ტყისკენ წაასხი.- ხელით უჩვენა არტაშას მხარე, პირით შებრუნდა ტყისკენ ბერიკა, არ დაუჯერა საკუთარ თვალებს, მწყრალად წარმოთქვა: ,,ბიჭოს, ერიჰა? ერთი გახედეთ, ნეტავ ვინ მოდის? მეჩვენება თუ ნამდვილი არის? იქნებ მე თვითონ ,,ჟამი მომიდის“, ბილიკზე მართლა ამოდის ქალი? - ენა დაება ღელვისგან არტოს: - ნეტავ ვიცოდე, საითკენ მიდის? - ქალმა მოასწრო გადმოსვლა ამ დროს, ხევზე ქვისგან ნაგები ხიდის. აქეთ აიღო გეზი უცნობმა, მარჯვენა ხელით რაღაცას არხევს, შეხედეთ ერთი, მამა უცხონდა, თმებით შეუკრავს საბრალოს სახრე. - მგზავრი მწყემსებთან შეჩერდა ახლოს, თმა გაეშალა და ჰგავდა მთვარეს: სომხურად ეს თქვა: ,,აქეთ ვინ სახლობს? რა ეწოდება მწყემსნო ამ მხარეს? - კარგად ესმოდა სომხური არტოს: - იბერიელნი გახლავართ ჩვენა, ერთი გვაუწყე, სად მიხვალ ამ დროს? თავად ვინა ხარ, რა გქვია შენა? - - ნინოს მიხმობენ, გზა მედო გრძელი, კვამლი შევნიშნე, ტბის გაღმით ვიყავ, აქეთ წამოველ, გადმოვჭერ ველი, მეფის ქალაქში გადასვლა მინდა; - - კარგი გიქნია, მაშ დაგვეწვიე! ჩვენ იბერებმა ვიცით სტუმრობა, არმაზის მადლით საქმეს ვეწიეთ, ახლა დავიწყეთ ჩვენაც პურობა. - - არტაშ გვითხარი, რას ყბედობ ამდენს? - ღიმილით ჰკითხა ჭაღარა მწყემსმა: - რაც შენ აყეფდი, ვერ ვამბობ სათქმელს, კიღამ გამახრჩო ზანდურის ხემსმა. - - ნინო მქვიაო, ეს მითხრა ქალმა, რას დაგიღია შენც პირი ბაჩავ? გაცმა ატაროს საბრალო წაღმა, მაგ თვალებს ვითომ რაისთვის ქაჩავ? - ფეხზე წამოდგა ჭაღარა მწყემსი, ნაბიჯი წარსდგა, შეხედა ნინოს, მერე მოისვა სტუმარი გვერდით, ჯამში ჩაუსხა წითელი ღვინო; უთხრა: ,,ჩვენა ვართ იბერნი ჯიშით, ვეთაყვანებით ღვთაება არმაზს, ამ ცისქვეშეთში მარტონი ვიშვით, მაგრამ ჯიუტად მივყვებით აღმართს. მტერს ფასი არ აქვს, ფასი აქვს სტუმარს, ხელისგულზე დევს სიკეთე ჩვენი, ჩვენს ყოველ ნაბიჯს ცხოვრება ფურცლავს, გასავლელი გვაქვს ბილიკი გრძელი; თუ ამ ბილიკზე შედგები შენაც, ერთად მივყვებით ჟამთა დინებას, ერთი გვექნება სიტყვა და რწმენა, არმაზიც კალთას ჩამოიფერთხავს. შეგიმსუბუქებს ცხოვრების ჭაპანს, სიკეთის დღენიც იმრავლებს ნინო! ყისმათიც სადღაც ,,საკბილოს წაჰკრავს“, ასე მგონია და ასე ვფიქრობ. თუ შენ ისურვებ ჩვენთან დარჩენას, აქვე, სოფელში დაიდებ ბინას, რა ბუნება გვაქვს, ნეტავ გაჩვენა, მზე ტბის სამანზე ათასფრად ბრწყინავს. აგერ, კარავი, ესა გვაქვს სახლად, კალმახიც ბლომად მოჰყვება ბადეს, შრომით ვშოულობთ ჩვენ დღიურ სახრავს, თუმცა იღბალი ოფლს ხშირად გვადენს! ... - აქ, ვერ დავრჩები“- წარმოთქვა ნინომ: - მაგრამ გავთელავ იბერთა ბილიკს, ამ ცხოვრებიდან არაფერს ვითხოვ, ღმერთის-ძის სამწყოს გახლავართ მწირი! - კეთილი გულით, სავსე გუმანით, ნინოს იბერნი შეექმნენ შემწედ, მეოთხე დილით მზესთან უბარი, დაემშვიდობა მასპინძელ მწყემსებს. გზა მიასწავლეს, რუ არის აქვე, ხელით უჩვენეს კამკამა წყალი, მისდიე ტალღებს, დაჰყევი თავქვე, გეზი აიღე მარჯვენა მხარით. ტივს წაადგები, მტკვარს გადაცურავ, გზაზე მგზავრებსაც შეხვდები ალბათ, მთას დიდი წაბლი ქუდად ახურავს და მწვერვალამდე ბილიკით ახვალ. ის გზა მიგიყვანს ურბნის-ქალაქში, მცხეთაშიც შესძლებ იქიდან ჩასვლას, არ შეგეპაროს ეჭვი ნათქვამში, მარტო არ სცადო მტკვარზე გადასვლა. არმაზის მადლი უსურვეს სტუმარს, ბაჩუამ უძღვნა ერკემლის ტყავი, ღიმილით უთხრა: ,,ენდე ჩემს გუმანს, ვაჭრებს მიჰყიდე, იყიდე ხამლი! - სიტყვა დასველდა ხალასი ცრემლით, იშვა სიკეთე, გულიც აძგერდა, თავს ზემოთ ნინომ აღმართა ხელი, ჯვარით ისურვა მწყემსთა განწმენდა.
თავი III მზე ჩაიფერფლა, ჩამოწვა ბინდი, ტკბილად ეძინა კოფოზე ნინოს, გადაიარეს ურმებმა ხიდი და გააღწიეს დაცემულ მინდორს. - - უკვე მოვედით, წარმოთქვა მეხრემ! - გამოაღვიძა სიფრთხილით იგი: - ნუ გეზარება, წამოდექ ფეხზე, ჩვენ განშორების დაგვიდგა რიგი. - იქნებ მიჩვენოთ სასახლე მეფის? - თქვა ფიქრის შემდეგ, ითხოვა კვარი; - - მეფის სასახლეს ეს შარა ერთვის! - მეხრემ უჩვენა სასახლის კარი. უპოვართ შეხვდა სასახლის ახლოს მანაც მათ გვერდით დაიდო ბინა, სევდას ებრძოდა ფიქრებად ნათოვს, და ძილ-ღვიძილშიც გათნდა დილა. წამოდგა ფეხზე, გაუყვა შარას, ქვითინი მორთო ანაზდად გზაში, რიჟრას უმღერდა ტოროლა ზღაპარს, მზე იცინოდა მთის თავზე ცაში. ვიღაც შეეხო უკნიდან მხარზე, ნინოც შებრუნდა ანაზდად მისკენ - - წამოდი ჩემთან! რად სტირი ასე? დიდი ხანია რაც უკვე გიცქერ! - - შენი არ მესმის! არ ვიცი ენა! - ნინოს ღაწვებზე ჩამოდნა ცრემლი; - - ერთად გავიყოთ ჭირი და ლხენა, ნუ შეშინდები, გული მაქვს წრფელი! რა გქვია შვილო? ეს მაინც მითხარ! შეიშვრე ცრემლი, შეწყვიტე მოთქმა, ქვრივი გახლავარ, დამტანჯა ფიქრმა, სახელად მქვია გორამის-ოტა; გორამი ერქვა ჩემს საწყალ პატრონს, მხოლოდ მცირე ხნით ვიცხოვრეთ ერთად, შვილი არ გვყავდა და დავრჩი მარტო, გულში დატოვა უჭკნობი სევდა. - დიაცმა მძიმედ ამოიოხრა, ოხვრას ამოჰყვა ნაწილი სულის, სიტყვებით გული რომ მოიოხა, კვლავ გაამხნევა უცხო ასული. - - მე, ნინო მქვია და ვარ ტყვე-ქალი, აქ არავინ მყავს, არავის ვიცნობ, აქეთ წამოველ, მეცვალა მხარი, საით წავიდე, დილიდან ვფიქრობ; - ხელი გამოსდო ღიმილით მკლავში, ქვრივი წაუძღვა სახლისკენ სტუმარს, ტყვე-ქალიც მშვიდად ჩაუდგა კვალში, თავი დახარა და ენდო გუმანს.
თავი IV თვე ჩაიწურა ,,დროის ხურჯინში“, სიცხემ იმატა, ჩამოწვა ხვარტი, თავს ლაღად გრძნობდა ნინო ურბნისში, ბედს შეეგუა, გაუქრა დარდი. მოცლა არ ჰქონდა უფლისგან რჩეულს, გახდა სნეულთა მკურნალი დედა, ძლიერ უკვირდათ მისნობას ჩვეულთ, როგორ გვკურნავსო ტყვე-ქალი ნეტავ?... ერთ დღეს რძიანი ქილა გაუტყდა, ძირს დაიხარა, თიხა აკრიფა, წინ გადაუდგა, რიდით აუწყა: შემომხედეო, ვიღაც ყმაწვილმა; - ჩემი სახელი არის ფარსმანი, თუ ნებას დამრთავ, მსურს დაგეხმარო, გული შენს მიმართ მე მაქვს მართალი, ერთი თხოვნა მაქვს, არ გამეპარო!- ნინის ღიმილი მოჰგვარა თხოვნამ, უთხრა: ,,მოგიცდი, თუ მოხვალ მალე, სნეულთან მივალ, სჭირდება მოვლა, ერთ ქილა რძეს კი მოგართმევ ხვალე. - - მე რძე არ მინდა! - წარმოთქვა ვაჟმა: - თუ ნმებას დამრთავ მსურს გაგაცილო, მე სიყვარულის შემბოჭა დარდმა, არმაზს გაფიცებ, არ გამაწბილო! - ხურჯინის თასმას მდუმარედ დასწვდა, ნინოს სახეზე მოედო ალი: - უფალს მივეცი მე აღთქმა ფარსმან! - თქვა და ყმაწვილ-კაცს უქცია მხარი. თავი დახარა, გაუყვა შარას, წრფელმა სიტყვებმა გაწეწა ფიქრ, შედგა ანაზდად, მობრუნდა წაღმა და ეს სიტყვები წარმოთქვა რიდით: - სიმართლეს ვამბობ! მართლა ასეა, ქრისტეს ვცემ თაყვანს, მასვე ვმსახურებ, მისდამი რწმენით სული სავსეა, სიყვარულისთვის გული დავხურე; ფიცი მივეცი ღვთისმშობელს, ფარსმან! სიცოცხლის ჟამი გავლიო ლოცვით, ეს მიკარნახა ცხოვრების არსმა, რომ განვასხვაო სული და ხორცი.
თავი V ნინომ განათლა ქრისტიანებად, მტკვარში ოტა და ფარსმანი ერთად და აღესრულა გამჩენის ნება, ნაზარეველი იწამეს ღმერთად. ახლოვდებოდა დღეობა მცხეთას, თხოვნა აწვია ფარსმანმა ნინოს: - წავიდეთ ურმით, ჩემს დასთან ერთად, რათა წლის სარჩო, გავყიდოთ ღვინო. - ძლიერ უნდოდა მას მცხეთის ხილვა, თავის დაქნევით დათანხმდა ფარსმანს: - მცხეთაში წასვლა ნამდვილად მინდა, მე გავამზადებ სამთავეს საგზალს - უთხრა და მერე მადლობა უძღვნა, მცირედი ფიქრი აიჭრა ზეცად, გუმანით იგრძნო აუწყა გულმა, დიადი მადლი ელოდა მცხეთას; ... ტევა არ იყო არმაზის მთაზე, ერეკებოდნენ სამსხვერპლოს ძალით, მეფის ქურუმი საყვირის ხმაზე, ყელს უღადრავდა ბრინჯაოს დანით. - - აი, ის არის მირიან მეფე! - ფარსმანმა ნინოს მეფე უჩვენა: - ჩვენც აქვე მივდგეთ, დიდი ხის გვერდზე, რადგან მოგვიწევს ღამის გათევა. - ნინომ გარემოს მოავლო თვალი, ქიმი შენიშნა მახლობლად კლდეზე, მარტო დატოვა მანაც ფარსმანი, იხრუკებოდნენ მცხეთელნი მზეზე. აღაპყრო ხელი, ილოცა ჯვარით, ევედრა ქრისტეს, მუხლზე დაეცა, მოულოდნელად აბღავლდა ხარი, ქურუმს მსხვერპლოსთვის დანა ჩაეცა. მთაზე ჩამოწვა უეცრად ქუფრი და გაძლიერდა ზუზუნი ქარის, დაჩოქილებმა გამართეს მუხლი, ზეცას მიაპყრეს შეშლილი თვალი. ერთად აზვირთდა ქარი და დელგმა, შუქი გამოკრთა, ხმა მოჰყვა მეხის, არმაზ-ღვთაებას დაეცა ელვა, გადაუმტვრია ორივე ფეხი. კერპი გრუხუნით დაასკდა მიწას, ჯგლეთა-ყვირილი შეიქმნა მთაზე; ეს დღე მიჰგავდა საშინელ სიზმარს, ხალხი ღრიალით დაეშვა თავქვე; ... გამთენიამდე წიოდა ქარი, გამოიდარა დილისკენ მხოლოდ, შეძრწუნებული, სულით საპყარი, აღმართს აუყვა მირიან სოლოდ. მთისკენ მიმავალს ზღვა ხალხი აჰყვა, შეუსვენებლად ავიდნენ მაღლა, მცხეთამ ისურვა კერპების ნახვა, არ ეტყობოდათ შიშნაჭამთ დაღლა. ბზარი გაუჩნდა იბერთა რწმენას, ხალხში იმატა ვიშმა და ვაიმ, არმაზ-ღვთაება ,,შეჰყროდა წერას“, თავქვე ეყარნენ ,,გაცი“ და ,,გაიმ“; - ჯვარი ამოჭრა აკაკის ხეზე, ექვს დღეს ილოცა ნინომ მხურვალედ, მეშვიდე დილით შენიშნა სერზე, ქალი უმზერდა კერპებს მდუმარედ. - - სეფე-ქალი ვარ! - გაეცნო ნინოს, მთაზე ამოველ არმაზის ხილვად, უკვე მცხეთაში სხვაგვარად ფიქრობს ხალხი და ღმერთებს ეპყრობა ცივად. ლუკმის გარეშე მთაზე ამდენხანს, როგორ გაძელი? ჩავიდეთ ბარში, მე მზე-გვირილა მქვია სახელად, აქ ამოსვლისთვის ტყუილად დავშვრი“! - სეფეს მიუგო ნინომ მადლობა, უთხრა: ,,შიმშილი ხვედრია მწირის“; - სამი დღე მთაზე ისევ დაყოვნდა, მეოთხე დილით დაადგა ბილიკს. სახემცინარი ჩავიდა მცხეთას, სამეფო ბაღში ქოხი შენიშნა, ჭიშკრის პირისპირ შეყოვნდა ერთხანს, მერე კი ზარის თასმა შეირხა. გამოიარა კოპიტის წყება, ანასტამ სტუმარს გაუღო კარი, იქვე, ბილიკზე კანაფით ება, შესაბრალისად ბღაოდა ცხვარი; შეიპატიჟა უცნობი ქოხში, ცერცვის წვნიანი დაუსხა ნინოს, პური დატეხა, აიღო დოქი ღვინო ფიალით მიართვა თვითონ; ხემსი გატეხეს, მიუსხდნენ ბუხარს, ,,გული დასერეს“, ცრემლი ანთხიეს, მრავალჯერ უძღვნეს ლოცვა საურმაგს და ,,შავი ღამე“ თეთრად ათიეს. ნინომ დალოცა მასპინძლის კერა, კვლავ გააღვივა სული ჩამქრალი, ანასტას უთხრა: ,,თუ კი გაქვს რწმენა, აუცილებლად გიხილავს ქმარი! - მალულად დარჩა ტყვე-ქალი მასთან, მხურვალე ლოცვით გაჰყავდა დღენი, მისი სიტყვები ერთ დღესაც ახდა, ჭიშკარს მოადგა ვიღაცის ცხენი. ჩამოქვეითდა მხედარი ფიცხლად, დაუკითხავად შეაღო კარი, ნინო ქოხის წინ ტაბლასთან იჯდა, და ერთმანეთი გაზომეს თვალით. - აქ, ერთი ქალი ადრე სახლობდა, ანასტა ერქვა იმ ქალს სახელად! - ნინომ მიუგო: ,,აქ, მე დამტოვა, წყალი წაუღო მუშებს სასმელად. აქვეა იგი, წავალ გავძახებ, მოკლეზე ჩავალ მდინარის პირას, მანამდე იქნებ სკამზე დაბრძანდე“! - წარმოთქვა მან და გაუყვა თხილნარს. გზაში შემოხვდა ანასტა ტყვე-ქალს, უთხრა: ,,გკითხულობს ვიღაც მხედარი! - სიტყვა შეწყვიტა უცქირა ერთხანს, სახე გაუხდა ნინოს ნეტარი. ლეჩაქი შეხსნა, ბალახზე დადო, გადაეხვია გახვეულს თალხში, უცხო მხედარიც გამოჩნდა ახლოს, ხელგაშლით იდგა საურმაგ ბაღში.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბენ-ჰურ, დიდი, მადლობა, სიკეთეს გისურვებთ! ბენ-ჰურ, დიდი, მადლობა, სიკეთეს გისურვებთ!
3. ქალბატონო ნინო! ,,შური არს ბოროტებაი სხვისა სიკეთესა ზედა". ეს მე არ მითქვამს, სუილხან-საბას სიტყგვებია. თქვენს ადგილზე, საკუთარ შემიოქმედებას მივხედავდი, არცერთ საუკუნეში რომ არ ჯდება. ამასთან, კომენტარების წერისას, რადგან სიტყვებს ამახინჯებთ, გირჩევთ რამდენჯერმე გადაიკითხოთ ნაწერი.
ეს ჯილდოები ჩემია: ,,ანტიკური ფურცლები“, საპატიო დიპლომი (2014 წ); ,,ქრისტიანული პოეზიის IV ფესტივალი“, ნომინანტი. გამოცემულ კრებულში შევიდა ჩემი ლექსი (საქართ. 2014 წ.); ,,ქრისტიანული პოეზიის V ფესტივალი“, ნომინანტი. გამოცემულ კრებულში შევიდა ჩემი ლექსი (საქართ. 2015 წ.); საავტომობილო კონცერნ ,,LADA-VESTA”-ს საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში ,,თავისუფალი თემა“ (2015 წ); ,,ქრისტიანული პოეზიის VI ფესტივალი“, დამაჯილდოვეს წმინდა ნინოს ჯვრის მედლით. ჩემი ლექსი შევიდა გამოცემულ კრებულში (საქართ. 2016 წ); საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის - ,,მეორე მსოფლიო ომის გმირები“. ნახევარფინალისტის დიპლომი; გამოცემულ წიგნში შევიდა ჩემი ნაწარმოები. დამაჯილდოვეს საპატიო მედლით (2016 წ.)“; საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ,,წლის მწერალი-2017“-ის ფინალისტი. გამოცემულ წიგნში შევიდა ჩემი ნაწარმოები (2017 წ.); არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ენერგო-ეფექტურობის ცენტრის“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. გამოცემულ წიგნში შევიდა ჩემი ნაწარმოები (2017წ/); არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ენერგო-ეფექტურობის ცენტრის“ ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი (2018 წ.) საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის ,,შენ გული არ დაზოგო პოეტო” მე-2 ადგილი (2020 წ.); საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის, მიძღვნილი კ. სომონოვის 105-ე წლისთავისადმი, მე-3 ადგ. (2020 წ.) ,,ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი“. ნომინანტი )2021). პოემა ,,მოქცევა"დაიბეჭდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჟურნალში ,,ოლე“. ყდა დაასურათა მხატვარმა რევაზ ადამიამ (2021 წ.); ბუქტრეილერების საერთაშორისო კონკურსის ,,იკითხე, იფიქრე, შექმენი“. საექსპერტო კონისიის (ჟიურის) წევრი (2021 წ.): ვსევოლოდ ოსტენის სახელობის პირველი ღია ლიტერატურული კონკურსი, ნომინანტი. (2022 წ). ,,ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი“, წმინდა ნინოს ჯვრის მედალი (2022 წ). ანა ახმატოვას სახ. ლიტერატურული პრემია, ნომინაცია პოეზია, საპატიო დიპლომი. ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის (ბულგარ. 2022 წ.); ,,ქრისტიანული პოეზიი ფესტივალის - წმინდა ნინოს ჯბარი“ - ეგიდით გამოცემულ წიგნში, 2011-2022წ.წ. რჩეული ლექსები, დაიბეჭდა ჩემი ლექსები ( 2023წ.).
შვილთან ერთად გავშიფრე ,,გრაკლიანის წარწერები" (2022 წ. აგრეთვე სვეტიცხოვლის ე.წ. წრიული ფრესკა. ამჟამად ვმუშაობთ ,,ფესტოსის დისკოს" გაშიფვრაზე.
რომ იცოდეთ, ,,ენერგო-ეფექტურობის" ცენტრის ერთ-ერთ კონკურსზე, სწორედ შურიანი ადამიანი შემხვდა ჟიურის წევრად. ხუთიდან, ოთხმა დამიწერა მაღალი ქულა, შვიდიდან-ათამდე და ერთმა კი 1 ქულა, რის გამოც ვერ ავიღე მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო. ასეთ კვანტებს მიჩვეული ვარ, კარგია რომ მკითხულობთ. ბევრს გაიგებთ.
ქალბატონო ნინო! ,,შური არს ბოროტებაი სხვისა სიკეთესა ზედა". ეს მე არ მითქვამს, სუილხან-საბას სიტყგვებია. თქვენს ადგილზე, საკუთარ შემიოქმედებას მივხედავდი, არცერთ საუკუნეში რომ არ ჯდება. ამასთან, კომენტარების წერისას, რადგან სიტყვებს ამახინჯებთ, გირჩევთ რამდენჯერმე გადაიკითხოთ ნაწერი.
ეს ჯილდოები ჩემია: ,,ანტიკური ფურცლები“, საპატიო დიპლომი (2014 წ); ,,ქრისტიანული პოეზიის IV ფესტივალი“, ნომინანტი. გამოცემულ კრებულში შევიდა ჩემი ლექსი (საქართ. 2014 წ.); ,,ქრისტიანული პოეზიის V ფესტივალი“, ნომინანტი. გამოცემულ კრებულში შევიდა ჩემი ლექსი (საქართ. 2015 წ.); საავტომობილო კონცერნ ,,LADA-VESTA”-ს საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნომინაციაში ,,თავისუფალი თემა“ (2015 წ); ,,ქრისტიანული პოეზიის VI ფესტივალი“, დამაჯილდოვეს წმინდა ნინოს ჯვრის მედლით. ჩემი ლექსი შევიდა გამოცემულ კრებულში (საქართ. 2016 წ); საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის - ,,მეორე მსოფლიო ომის გმირები“. ნახევარფინალისტის დიპლომი; გამოცემულ წიგნში შევიდა ჩემი ნაწარმოები. დამაჯილდოვეს საპატიო მედლით (2016 წ.)“; საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ,,წლის მწერალი-2017“-ის ფინალისტი. გამოცემულ წიგნში შევიდა ჩემი ნაწარმოები (2017 წ.); არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ენერგო-ეფექტურობის ცენტრის“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული. გამოცემულ წიგნში შევიდა ჩემი ნაწარმოები (2017წ/); არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ენერგო-ეფექტურობის ცენტრის“ ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი (2018 წ.) საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის ,,შენ გული არ დაზოგო პოეტო” მე-2 ადგილი (2020 წ.); საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის, მიძღვნილი კ. სომონოვის 105-ე წლისთავისადმი, მე-3 ადგ. (2020 წ.) ,,ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი“. ნომინანტი )2021). პოემა ,,მოქცევა"დაიბეჭდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ჟურნალში ,,ოლე“. ყდა დაასურათა მხატვარმა რევაზ ადამიამ (2021 წ.); ბუქტრეილერების საერთაშორისო კონკურსის ,,იკითხე, იფიქრე, შექმენი“. საექსპერტო კონისიის (ჟიურის) წევრი (2021 წ.): ვსევოლოდ ოსტენის სახელობის პირველი ღია ლიტერატურული კონკურსი, ნომინანტი. (2022 წ). ,,ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი“, წმინდა ნინოს ჯვრის მედალი (2022 წ). ანა ახმატოვას სახ. ლიტერატურული პრემია, ნომინაცია პოეზია, საპატიო დიპლომი. ლიტერატურაში შეტანილი წვლილისათვის (ბულგარ. 2022 წ.); ,,ქრისტიანული პოეზიი ფესტივალის - წმინდა ნინოს ჯბარი“ - ეგიდით გამოცემულ წიგნში, 2011-2022წ.წ. რჩეული ლექსები, დაიბეჭდა ჩემი ლექსები ( 2023წ.).
შვილთან ერთად გავშიფრე ,,გრაკლიანის წარწერები" (2022 წ. აგრეთვე სვეტიცხოვლის ე.წ. წრიული ფრესკა. ამჟამად ვმუშაობთ ,,ფესტოსის დისკოს" გაშიფვრაზე.
რომ იცოდეთ, ,,ენერგო-ეფექტურობის" ცენტრის ერთ-ერთ კონკურსზე, სწორედ შურიანი ადამიანი შემხვდა ჟიურის წევრად. ხუთიდან, ოთხმა დამიწერა მაღალი ქულა, შვიდიდან-ათამდე და ერთმა კი 1 ქულა, რის გამოც ვერ ავიღე მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო. ასეთ კვანტებს მიჩვეული ვარ, კარგია რომ მკითხულობთ. ბევრს გაიგებთ.
2. ტკბებით საკუთარი ვიზიონებით და მკითხვეკი გავიწყდებათ საერთოდ. მეცხრამეტე საუკუნეა. რატომ უწევთ ლექსის ფორმას ასეთ ექსპლუატაციას ოცდამეერთე საუკუნეში, უცნაურია. ტკბებით საკუთარი ვიზიონებით და მკითხვეკი გავიწყდებათ საერთოდ. მეცხრამეტე საუკუნეა. რატომ უწევთ ლექსის ფორმას ასეთ ექსპლუატაციას ოცდამეერთე საუკუნეში, უცნაურია.
1. ძალიან ძვირფასია, ბატონო თემურ! ძალიან ძვირფასია, ბატონო თემურ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|