ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯი-კო
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2024


სანთელი

ჩემი ფანჯრის რაფაზე იფერფლება სანთელი,
ცაზე მთვარე მიგორავს, თავზე ადგას ნათელი.
მთვარის მკრთალ სინათლეზე მუქად ჩანან ღრუბლები,
კანკალებენ შიშისგან, ღამით გათანგულები.
ცა საოცრად ღრმა არის, ცივი ქარი უბერავს,
მოტაცებულ ღრუბლებით მთვარეს საბანს უკერავს.
მიფრინავენ ღრუბლები, სამუდამოდ მიდიან,
ვეღრ ვნახავ ვერასდროს - წავლენ, არ დამიცდიან.
ჩემი ფიქრიც თან მისდევთ, თუმც ამას ვერც ხვდებიან,
ოცნებები რამდენი უგზო-უკვლოდ ქრებიან.
ჩემი ფანჯრის რაფაზე სანთელს თვლემა ერევა,
კარგად ვიცი, ეს ღამეც უცებ შემომელევა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები