ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2024


კალათები და მწარე შემოდგომა

შუქი მართობდა,მარტოობა ამწარებს შუქებს,
ნელი სირბილი,ქუჩის მსგავსებს როდი იპოვის,
და ქროდა ქარი აისბერგებს ვინ გააჩუქებს,
ასეა წყება ღვინის მსგავსი ჩუმი სიშორის,
მე მჯერა წარღვნის,წამოსული ცივი ნამქერი,
მე მჯერა ამ წლის,წამოწყება სასიხარულო,
მე მჯერა ანწლის,პოტერივით დროის ამქარი,
მჯეროდა სიტყვა იქნებოდა სასიყვარულო,
ჩუმად გაიქცა,ჩუმად მავალს გაქცეულები,
ჩუმი სირბილი უღიმღამოდ გადავლებული,
უმზერს სამოთხე გამოქვაბულს ათწლეულები,
ვზივარ და ვფიქრობ რატომ არ ვარ გაქვავებული,
ვაი და ვუი,ისევ ვაი ისევ ვერ მოველ,
ვახ მე და კვნესა მტერი იწევს გამოსარჩლებით,
იცოდი წყევლა? რად წყევლიდი მარტოსულ ფხოველს,
დღე დგება მალე ჩვენი ერთად გამოდარების,
თუ მარტო გზებმა უშენობა ისევ დაათრო,
თუ ფიფქის ზვავმა უღვინობა შემოგაჩვია,
მაშინაც ბედმა ჩვენი გზების ჰანგი გაართო,
მჯეროდა შენი ამის მერე მაინც გეტყვიან,
ჩემო ადათო ნახირივით ნუ ხარ წამხდარი,
ჩემო საყდარო ვერასოდეს დაგცემს მტერიო,
ჩაასვეს მიწას უსულოთა ცეცხლის ლახვარი,
იწვის ქვეყნები,ქვეყნებია წანახდენიო,
იცოდე მჯერა ,იცოდი და მაიცნ მიმათრევ,
არ მესმის შენი,უცნობივით ნუღარ მაჩქარებ,
თუ მისნის მსგავსებს უცნობივით ისევ გადარევ,
ნუ სწუხარ ხევებს,და დაცემულ მტერთა ლაშქარებს,
იცნობდი საკეს,ან ღვინიდან ნაპერწკლებივით,
შხეფებს უსახოს ,მირთმეულად განაცვალები,
თუ შენი ბგერა ჟღერს ორღობის გარეწარივით,
ვერ დავიკვეხნი მე ამაყი გარდაცვალებით,
თუ შემოდგომას ნაღველივით სუსხი შეერწყა
და შეხებული უსიტყვობა ამბორს წააგავს,
ვიტყოდი ალბათ ყალბის მთქმელს თუ ტვინი შეერყა,
ამისი მსგავსი განგებაა ,არა ჰააგა...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები