ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცოტათი პოეტი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2024


ადამიანებო....

ადამიანებო ????
საკუთარ მეს გაქცეულო ადამიანებო,
თქვენთან მაქვს კითხვა ????
დაეწიეთ?
გაფლანგული სურვილები,
აუხდენელ ოცნებებს და მიუღწეველ მიზნებს მცირედით მაინც მიუახლოვდით?
რბილ ლამაზ ხასიათს
უხეში ნიღაბი რომ გადააფარეთ,
თქვენში ბავშვობა რომ სწრაფად დაასრულეთ
და მკაცრი იერით მოიპოვეთ სიძულვილს გადაფარებული პატივისცემა, ნუთუ გიღირდათ.
იცით?წლები უბრალოდ
მიდიან და მიდიან,
არც ჩვენ ვიქნებით მარადიულნი.
არ გაექცეთ საკუთარ სურვილებს,
თუნდაც ყველაზე სულელური იყოს იგი ❤️
რა მნიშვნელობა აქვს პროფესიას,
ფინანსურ მდგომარეობას,
სამოსს,,
თუ კი ბედნიერება მიუწვდომელია.
ადამიანებო ადამიანებო კითხვა მაქვს თქვენთან ????
დაკარგულ წლებს რომ გაეკიდეთ,
დაეწიეთ?????❤️

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები