ვკრეფ ყვავილების ნაიარევს, კედლებს დანგრეულ აგურების. წუხელ ნერვებმა გაიარეს ჰიდროელექტროსადგურები.
ჩემი სიცოცხლე აგერ იდოს, რთულია გრძნობის გახშირება. მინდა დამწვა და გაგერიდო, გავყვე ტკივილებს ნახშირებად!
განცდები უნდა შემოვქარგო, სისხლი სდით გრძნობის სახურავებს, დროზე თუ არ მოხვალ ჩემო კარგო, მაღაზიასავით დახურავენ...
გულს, მომუშავე ჭიანჭველას, ხალხი ვერ ეშვება უკუნს მართლა. რამდენმა გველმა მიაჭრელა, სიცოცხლე განვლო უკუღმართად.
რაღა დამრჩენია ოხვრის დრომდე, სხვის კანში ვცხოვრობ ფეიქარი. სანამ ჩემამდე მოხვიდოდე; ნუ გეშინია შევიფარებ...
გარეთ გაგდებულ უკურნელებს, შეხედე როგორ უყურებენ! წვიმაა, უკრავს უკულელე, შენ კი მოჰგავხარ მანდოლინას.
სიკვდილი ვნახე ამას წინათ, მომანდიმონა... დამაწვინა! მერე სუიციდმაც გამაწბილა; რადგან სიცოცხლე მომანდომე!
ადგილს სახლებიც შეიცვლიან! ვენებიც გაიხსნენ, გაიხსენე! არ თქვა არაფერი შემიძლია! უბრალოდ ცოტა დაისვენე!
ვკრეფ ყვავილების ნაიარევს, კედლებს დანგრეულ აგურების. წუხელ ნერვებმა გაიარეს ჰიდროელექტროსადგურები.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი ) 2023 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. +5 კარგი პოეტური სმენა გქონიათ, ავტორო. რიტმულ-ინტონაციურ პლანს - მართავთ. ზოგადად, ინდივიდუალიზმს - პოეტური მეტყველების სხვადასხვა დონეზე - წარმატებით ავლენთ. მე კი გავუშვებდი თავფურცელზე, მაგრამ არ ვეყოფი. ახლა აქ კი ნაკლებად მეგულება ასეთი ნამუშევრის ფასის მცოდნე, ქულიანი შემფასებელი. ფრიადს ვტოვებ. ცოტა მომატებული კია, მაგრამ არა უშავს, მერე ,,ჩავისესხებ” ; :)))) უი, არ დამავიწყდეს, სათაური - კარგია. მკითხველის დამაინტრიგებელი. +5 კარგი პოეტური სმენა გქონიათ, ავტორო. რიტმულ-ინტონაციურ პლანს - მართავთ. ზოგადად, ინდივიდუალიზმს - პოეტური მეტყველების სხვადასხვა დონეზე - წარმატებით ავლენთ. მე კი გავუშვებდი თავფურცელზე, მაგრამ არ ვეყოფი. ახლა აქ კი ნაკლებად მეგულება ასეთი ნამუშევრის ფასის მცოდნე, ქულიანი შემფასებელი. ფრიადს ვტოვებ. ცოტა მომატებული კია, მაგრამ არა უშავს, მერე ,,ჩავისესხებ” ; :)))) უი, არ დამავიწყდეს, სათაური - კარგია. მკითხველის დამაინტრიგებელი.
6. ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს
5. ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს
4. ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს
3. ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს
2. ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს ჩავასწორე. მომანდომინა უნდა იყოს
1. ეს “ჰიდროელექტროსადგურები” - ამხელა სიტყვა, თან მრავლობითში, ასე კარგად როგორ ჩაგისვიათ! “მომანდიმონა” - ვერ მივხვდი, რას ნიშნავს, რაიმე პოეტური ნეოლოგიზმია? ეს “ჰიდროელექტროსადგურები” - ამხელა სიტყვა, თან მრავლობითში, ასე კარგად როგორ ჩაგისვიათ! “მომანდიმონა” - ვერ მივხვდი, რას ნიშნავს, რაიმე პოეტური ნეოლოგიზმია?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|