დაცალე! მიაწოდე! გადაურთე! ვკვდებიო, ვეშვებიო მოწევას. ერთხელ არ ახსენა გუდაუთა, იმ ძველ მაგიდებთან მოქცევაც.
მთვრალი ბანცალ_ბანცალ გაივლიდა, ერთხელ კესანეს და იასაც ჰგავდა - ყვავილივით გაირინდა. მოსვა წასულების. მიაფსა.
ძველი მეგობარი გაიხსენა, სხვისი აღებული იხადა. სადაც ჩემი ჭირი განისვენებს, ის ზღვა სხვა იყოო - მითხრა და
მომცრო ნავებისკენ გაიხედა, რაღაც მოწყენილხარ ეგრე რომ მითხრა_ ქარები გამიხედნე, ჩემო სოხუმელო მეგრელო!
ჩვენთვის არ არსებობს, ჩემო ლოთო, კარტ ნუარი და ჯაკოფსი- მოდი არაყი დავლიოთო, დედა ვატიროთო ჯაყოსი!
ვუთხარი - მე ხომ მელია ვარ, კრავის იძინებს ტყავში ვინც. რობერტ მესხი და ელიავა, აი, მწერალთა კავშირიც!
ჩვენი ხელფასის მოვა ჯერიც. შენსავით შავიზღვისპირელი, მე ვარ მეორე ვოჲაჯერი, შენ ხარ ვოჲაჯერი პირველი.
თვალის შელოცვით, მეჟამილის, ქვიშაზე ბენჟამინი ხატავდა. მერე გათავდა ბენჟამიც, როცა დასალევიც გათავდა.
მეორე დილით, კოკო, ფრიდა, უელსის პრინცესა დიანა- ყველა ჩიტივით გამიფრინდა, ყველა ყოფილა ფრთიანი.
დამრჩა ხურდები, სურდო, სესხი, პირზე მოშვება ჯაგარის... და „ტელეფონი“ რობერტ მესხის, მესხ მელექსეზე მაგარის.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ,,რობერტ მესხი და ელიავა, აი, მწერალთა კავშირიც!"
ორი ჩემიანი.. ორი დიდი პოეტი.. ,,ჩემო სოხუმელო მეგრელო.. " ,,რობერტ მესხი და ელიავა, აი, მწერალთა კავშირიც!"
ორი ჩემიანი.. ორი დიდი პოეტი.. ,,ჩემო სოხუმელო მეგრელო.. "
3. კლასია! ასეთი ამბები და ლექსად ქცეული ისტორიები ცალკე პოეზიაა!!! კლასია! ასეთი ამბები და ლექსად ქცეული ისტორიები ცალკე პოეზიაა!!!
2. რა კარგია, რომ ხარ <3 რა კარგია, რომ ხარ <3
1. რა სახელები, რა სახეები...
ამისთვის შემოვედი და მერე ვნახე პირველწაკითხვის შანსი რომ გამიშვია ხელიდან :( რა სახელები, რა სახეები...
ამისთვის შემოვედი და მერე ვნახე პირველწაკითხვის შანსი რომ გამიშვია ხელიდან :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|