ლექსები
დამეტყო არა, იტალიაში სამოგზაუროდ რომ ვემზადები?!
ნინო დარბაისელი
გონდოლიერა. მუტა-მორეტა*
სიღრმეში ჩადის ვენეცია და ძველ გონდოლაზე ჩვეულ იერით ტურისტებს უხმობს გონდოლიერი.
გონდოლიერი გრძნობს ღრმა მორევთა, წყლებს - შიგნით მღელვარს, გარეთ - მდორეთა, სიმღერით ვის სულს მოუხმობს ნეტა, თუ უნდა მხოლოდ ხელში - მონეტა, ასაღებს ამბებს ძველ ,,ამორეთა” და მეც დამსხმია საღამო რეტად, მორეტა - მუტა, მუტა - მორეტა!
ცხოვრება მუდამ - ახლა თუ მაშინ - - შავი ნიღბების არის თამაში. სიბნელე უყვარს, ვინც იცუღლუტა, ვინც ვის შეერწყო ან გაებუტა, ვინც ვის ჩაუწვა ან ჩაეხუტა და სურდა, ვნებას ბნელში ებჟუტა, ვნებათა სრუტემ ვინც შეისრუტა, სხვა ყველაფერი - ანაცარტუტა… მუტა - მორეტა, მუტა - მორეტა, მუტა - მორეტა, მორეტა - მუტა!
დილისთვის დასრულდა იგი კარნავალი აწყვეტილ მეტრფეთა და მეამბორეთა. წახვედი, ვერ გითხრა იმ ქალმა სახელი, ამბავი მრავალი ყოფილ მეტოქეთა - ტუჩებმა მოკეტა, რადგანაც კბილებით ეჭირა მორეტა.*** მარტო დარჩენილი სულ მოიკუტა, მორეტა, მორეტა, მორეტა, მუტა!
- - - *ამჟამად კლასიკური მუსიკის ჟანრი. გენეტიკურად - მომდინარე ვენეციელ მენავეთა, გონდოლიერთა ხალხური სიმღერებიდან.
** ვენეციური შავი ხავერდის ნიღბები მხოლოდ ქალებისათვის. ახლა სუვენირებად იყიდება, პლასტიკატისა და სხვადასხვა მასალისა.
*** მორეტა-მუტას - შავ ნიღაბს შიგნიდან ჰქონდა პირში ჩასადები შვერილი და ასე ,, მაგრდებოდა” ქალის სახეზე. ანუ ქალს არ შეეძლო, თან ნიღბით დაემალა ვინაობა, თან ელაპარაკა კარნავალ-ორგიის დროს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გადმომაქვს ,, ფეისბუქიდან”
გამიხარდა, ეს ლექსი რომ მოგწონებიათ. რამ დამაწერინა? ალბათ ფიქრობთ, რომ მეტნაკლებად ამაღლებულ თემებზე ლექსის წერას - მიზეზიც ამაღლებული სჭირდება, არა? საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არაა ყოველთვის ასე. ვფიქრობდი ნიკს უკან ამოფარებულ იმ ფეისბუქელებზე, ვირტუალში მიმოქროლ იმ პირებზე, ნიკს რომ ეფარებიან - ვენეციელი ქალებივით, საზოგადოებისგან სახის, ვინაობის დასამალად, ნიკი-ნიღაბი კბილებით რომ უჭირავთ, მისი შვერილი პირში რომ უდევთ, რომ არ ჩამოუვარდეთ,. ანონიმურად სიამოვნებას კი იღებენ, მაგრამ თან იძულებულნი არიან, ნამდვილი ხმა ვერც ამოიღონ, რაღაც შორისდებულებს და არალოგიკურ” წინადადებებს” დასჯერდნენ და ისე ეხმარინონ ვინმეს. გადმომაქვს ,, ფეისბუქიდან”
გამიხარდა, ეს ლექსი რომ მოგწონებიათ. რამ დამაწერინა? ალბათ ფიქრობთ, რომ მეტნაკლებად ამაღლებულ თემებზე ლექსის წერას - მიზეზიც ამაღლებული სჭირდება, არა? საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არაა ყოველთვის ასე. ვფიქრობდი ნიკს უკან ამოფარებულ იმ ფეისბუქელებზე, ვირტუალში მიმოქროლ იმ პირებზე, ნიკს რომ ეფარებიან - ვენეციელი ქალებივით, საზოგადოებისგან სახის, ვინაობის დასამალად, ნიკი-ნიღაბი კბილებით რომ უჭირავთ, მისი შვერილი პირში რომ უდევთ, რომ არ ჩამოუვარდეთ,. ანონიმურად სიამოვნებას კი იღებენ, მაგრამ თან იძულებულნი არიან, ნამდვილი ხმა ვერც ამოიღონ, რაღაც შორისდებულებს და არალოგიკურ” წინადადებებს” დასჯერდნენ და ისე ეხმარინონ ვინმეს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|