ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2024


ასე იტყოდა ნინოლო მაკიაველი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

ასე იტყოდა ნინოლო მაკიაველი

ნუ დარდობ, იტყვიან რასაც გარეშენი!
რად გინდა შორ გზებზე კვლავ  მოთარეშენი,
ეშმას მონაშენი?
უფლის მოშიშენი?
ან კიდევ  ბრძენკაცნი ან მოანგარიშენი!

რომ უცოდინრობის ალში არ იწვოდე,
ვით ხმელი ხეები, უკვე საშეშენი,
გიყვარდეს,
გიყვარდეს  მუდამ თავი შენი,
რათა გამოზომო, რომ ზუსტად იცოდე,
თუ როგორ გიყვარდეს  შენ მოყვასი შენი!

სასურველ შვილად დაბადება არ ღირსებია,
და  არ იცოდა  მშობლიური ალერსის ფასი,
მას არ უყვარდა
თავი თვისი
და მას ერჩია მუდამ სხვები,
ასი, ათასი
და ამის გამო  ვერ შეიყვარა ვერასოდეს ვეღარც მოყვასი.

წავიდა ისე,
ვერ იპოვა თავის საფერი…
სიცოცხლის ბოლოს  - სიკვდილია,
სხვა არაფერი!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები