 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 ივლისი, 2024 |
გიორგი სააკაძევ! - შენს სულს ვენაცვალე! დიდება შენს სახელს!
მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, ეროვნული გმირის წოდებას მოგანიჭებდი დიდო მამულიშვილო! შენ რომ არა, დღეს საქართველოს სპარსეთი ერქმეოდა!
შენ ხომ შენს თანამებრძოლ მამულიშვილებთან ერთად შენი ქვეყნის დაუძინებელი მტრის - შაჰ - აბას პირველის არმიას მუსრი გაავლე მარტყოფის, მარაბდისა და ქსნის ბრძოლებში!
შენ უნდა იწვე უცხო მიწაში და მოღალატეები უნდა ესვენონ ქართულ მიწაში?! უსამართლობაა, ძალიან დიდი უსამართლობა! ვაი, რომ არ გეღირსა შენს სალოცავ საქართველოში სამუდამო განსასვენებელი...
უფალს ვევედრები: ისეთ საქართველოს მომასწროს, როგორზეც შენ ოცნებობდი და რომლისთვისაც იბრძოდი! შენ ხომ დავით აღმაშენებლის საქართველო გინდოდა?!
შენ ყველაფერი შესწირე სამშობლოს: შვილები, მეუღლე და ბოლოს საკუთარი სიცოცხლე...
დიდება გმირებს! დიდება საქართველოს!
ოთარ რურუა
....................................................................................................
გიორგი სააკაძეს
მარტყოფიდან მარაბდამდე, თბილისიდან ნოსტემდე, გზა ბრძოლებით გაიკაფა, თუმცა ხშირად მოსდევდნენ.
იდგა ერის სამსახურში - უშბასავით ამაყი, ვიდრე წავალ და თბილ გულზე ქართულ მიწას დამაყრით,
მსურს ვესტუმრო ერთაწმინდას, გული დარდმა დახია, იქ გიორგი სააკაძის შვილის თავი მარხია.
თუ გვსურს წყლული გავამრთელოთ - საქმე წინ - წინ მიგვყავდეს, მოვუაროთ საქართველოს, ერთმანეთი გვიყვარდეს.
ოთარ რურუა
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|