ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2024


ქაღალდის ადამიანები ( ნაწილი XXVI )

                                                                                                                                        ***
   


          თადეოზის გაქრობისთანავე, დიბეკრონის სამეფოში ტემპერატურის დუღილმა საგრძნობლად იმატა. მიუხედავად იმისა, რომ შურისძიებით შეპყობილ დარას თადეოზის ჩამოშორება და მშობლების სიკვიდილისთვის  პასუხის გება სურდა, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, როცა ხეობის აბუნტებამდე კვალი უკვალოდ დაიკარგა. დიბეკრონთან შეკრულ ქალს ნებისმიერ ფასად უნდა გადაეცა მისი თავი აზარისთვის, რა დროსაც გამოსასყიდის სანაცვლოდ ენეოსი ძმას მიიღებდა, ხოლო აზარი ლიტონის სამეფოს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და ამიტომ ერთადერთ გზად ლიტონის აღებაღა რჩებოდა, რამაც პირველივე ცდაზე უხეიროდ ჩაიარა. დესპანებისა და ხალხის გაერთიანებამ იძულებული გახადა უკან დაეხიათ, რითაც სამეფო გადაარჩინეს, თუმცა გაჯიუტებული აზარი ხელახალ გეგმას აყალიბებდა, სადაც ლიტონი საბოოლოდ დაემხობოდა. დასუსტებული ქვეყნისა და დაუძლურებული მეფის ამარად დარჩენილი ხალხი შემოსევებს ვეღარ გაუძლებდა და დიბეკრონიც ამას სათავისოდ გამოიყენებდა, მაგრამ ამისთვის ჯერ თადეოზი უნდა ეპოვათ, რათა ყველანაირი ეჭვი ძირიანად მოესპოთ. დარას მონათხრობიდან აზარს მუდმივად ჰქონდა ინფორმაცია იქაურობის შესახებ და მით უფრო თადეოზის სისასტიკეზე, რომელმაც ყველა და ყველაფერი გაიმეტა ოღონდ კი სამეფო ტახტი ხელთ ეგდო. რა საკვირველია ასეთი კაცის ცოცხლად დარჩენა დიბეკრონის სახელგანთქმული სამეფოსთვისაც კი საფრთხეს წარმოადგენდა მითუმეტეს მაშინ, როცა აბელთან და ენეოსთან შედარებით, თადეოზი გაცილებით უშიშრად გამოიყურებოდა. ფაქტია, რომ მიუხედავად არა ერთი დაპყრობილი ტერიტორიისა, აბელ II -ემ მაინც მოხერხებულად გადაულოცა დიბეკრონის დამხობა შვილებს, რაზეც იმპულსურ ენეოსაც ეგონა, რომ დინას ცოლად შერთვით სამშვიდობო ზავს გაიფორმებდა, თუმცა აზარისნაირი კაცის ხელში არავის ნდობა არ იქნებოდა მით უფრო ამხელა იმპერიისა. გამოდის რომ ამით ენეოსი სასტიკად შეცდა და საპირწონედ, დარას ხაფანგშიც საბედისწეროდ გაებნენ. თადეოზი, რომელიც გონს მოეგო, უარი თქვა ძმის ჩამოგდებაზე, განუდგა საკუთარვე შეთქმულებას და ხელაღებით დაემშვიდობა სისხლის ღვრას ახლა თავადვე მოუწევდა პასუხის გება სასიყვარულო შეცდომებზე, რადგან საუბედუროდ დაუჯერა იმას, ვისაც არასდროს ჰყვარებია ის.


            ამის პარალელურად კი ის მაინც ჯიუტად ცდილობდა ფეხზე დადგომას. ალექსანდრესა და სიდონიას დაჟინებული ხვეწნა-მუდარის მიუხედავად გარეთ გასვლაც შეძლო და დამოუკიდებლად გადაადგილებაც, რა დროსაც ალექსანდრე არც ერთი წამით არ ტოვებდა უყურადღებოდ. ისე დღე იყო და ის დღე ხის ძირში მოკალათებულ, თადეოზს რომ თავზე წამოადგა და თან მისი სიმყუდროვის დარვევასაც ერიდებოდა, თუმცა უფლისწულს მარტოობა დიდხანს გაუგრძელდა. მის ირგვლივ აშრიალებულ ფოთლებს უცნაურად დასჩერებოდა და თითქოს თვალსაც ვერ სწყვეტდა ამ მშვენიერებას.



- ჩემს მეგობარს ფოთოლცვენა ხიბლავდა, თუმცა ამ გაზაფხულს დაიღუპა…
- რა დაემართა ? - უკან მოუხედავად ჰკითხა თადეოზმა.
- ცხოვრება. - ღრმად ჩაისუნთქა. - იმდენად მწარე ბედი არგუნა განგებამ, რომ მისმა ფაქიზმა სულ ვეღარ გაუძლო. სულ იძახდა… ნეტავ კიდევ ერთ ფოთოლცვენას მომასწროს ღმერთმაო მაგრამ ღმერთმა მაინც თავისთან წაიყავანა.
- რა ერქვა?
- მინადორა…
- ლამაზი სახელია.
- ნამდვილი ქალღმერთი იყო. გულის ნაცვლად მზეს დაატარებდა მკერდით.
- ჩემზე ალბათ ასე არასდროს ილაპარაკებენ. - დანაღვლიანებული თადეოზი თავჩაქინდრული იჯდა და თითქოს თავის ბედ-უკუღმართობას ემდუროდა.
- ბოროტებას ნუ ჩაიდენ და კაცს ნუ მოიმდურებ, თადეოზ. ცხოვრებით კი უბრალოდ იცხოვრე, ისუნთქე და შეიყვარე. ადამიანად ყოფნის სიმძიმეც გეყოფა საფიქრალად. - უპასუხა ალექსანდრემ.
- ნეტავ მართლაც შემეძლოს ასე მოქცევა, მაგრამ ოჯახისგან შორს ყოფნისას მისი ავი ლანდი თან დამყვება, ხოლო იქ ყოფნისას თავად ვხვდები სატანა. ეს ბედი მე არ ამირჩევია და ღმერთს არ მოუცია ჩემთვის თავისუფალი ნება. არავინ მასწავლიდა რა იყო ცუდი და რა კარგი. ჩემს სიცოცხლეში არავის შემოუხედავს სიყვარულით სავსე თვალებით გარდა დარასი, რომელიც ღმერთმა უწყის თუ როგორ დამაძებს ახლა. შევპირდი რომ საუკეთესო ადამიანი გავხდებოდი, მაგრამ როდესაც მამაშენი აბელია… შეუძლებელია კარგ ადამიანად დარჩენა. დარწმუნებული ვარ, როდესაც უკან დაბრუნება მომიწევს კიდევ არა ერთ ადამიანს გამოვასალმებ სიცოცხლეს და კიდევ მრავალ ცოდვას დაატრიალებს ჩემი ფარ-ხმალი, მაგრამ მთავარი უბედურება ისაა, რომ აღარ მინდა ამის კეთება…
- ჩვენთან დარჩით უფლისწულო…
- როგორ? ორივემ კარგად ვიცით, რომ მტერიცა და მოყვარეც ახლა მე დამეძებს, ამიტომ თუ დროულად არ გამოვჩნდი ან დარა შეეწირება ამ ამბავს ან ჩემი ძმა. რა მნიშვნელობა აქვს ჩემი ხელით მოკვდება ვინმე თუ ჩემთვის დახოცავენ მათ? სისხლის ღვრა გარდაუვალია.
- მაშინ თქვენთან ერთად წამოვალ ! - ფეხზე წამოიმართა ალექსანდრე.
- შენ ისეთი მეუღლე გყავს და ისეთი ოჯახი რომ ახლა მხოლოდ უგუნური თუ დათმობა მათ. - მისი შემყურე, თადეოზს სასიამოვნოდ გაეღიმა. - ამ ამაგს არასდროს დაგივიწყებ ჩემო ალექსანდრე მაგრამ ახლა უმჯობესია უფლისწულს წამოდგომაში დაეხმარო და სახლამდე მიაცილო. - ხელი გაუწოდა.
- მაინც არ მოგატოვებთ.
- ყოველთვის ვერ გადამარჩენ ალექსანდრე…- მხარზე ჩამოეყრდნო და შინისაკენ ერთად დაიძვრნენ. ცალ ფეხს მიწაზე მძიმედ მიათრევდა, ხოლო თავის ტკივილი თითქოს სამუდამოდ ჭირად დასჩემებოდა თადეოზს. დამქანცველი გზის მიუხედავად, რომელიც უმალვე ღლიდა მაინც ალექსანდრეს ალალ კაცობაზე აფიქრებდა და იმაზე თუ როგორ დაჟინებით თხოვდა მას თან გაყოლას. აშკარა იყო, რომ მათში ძალიან გაუმართლა.



                                                                                                                                            (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები