ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2024


სიმღერა

არის ჩემში გმირიც, მაგრამ ახლა მოსაძებნია. თვალში ხელი ამოვისვი, გზები მომაძებნინა.
ვინ მიბიძგებს მე ამისკენ, რომ რაღაცა მოვასწრო,
რა პასუხი უნდა მქონდეს, ალბათ ისევ "მოვა დრო."
ისევ მკარგავს შენი სახის მოგონება ახლიდან, ჩემი სახე როცა ვნახე, გავიქეცი სახლიდან. ყველა ისე იხედება, თითქოს რაღაც მაკლია,
მე კი რადგან ნაკლი არ მაქვს, ერთადერთი ნაკლია.
მე ვიღაცის ეზოში ვარ და ხელს მიქნევს ნათია,
ნათიას რომ რაღაც უნდა, მის თვალებში ანთია.
სასაცილო თვალები აქვს აქ სულ ყველა ნათიას,
ანთიაო - ეუბნები, გინდა გითხრას - გაკლია.
თავს შეაკლავ შეფასებას, შეფასება დადგება,
შეფასებით გაივლი და შეფასება გაქრება.
ეჰ, გიტარავ, ახლა შენ ხარ ჩემი მონატრებები
შენ რომ გნახავ, ყველას ნაცვლად შენ ერთს მოგეფერები
რამდენს უნდა მომეფეროს, მე რამდენი არ მინდა,
და ვინც მინდა, თამაშიდან დროზე ადრე გავიდა
მეც გავედი თამაშიდან, მეც ვიტირე თამაში
ახლა ისე იოლი ვარ თოხნასა და ბარვაში
ვკლავ ღამეებს, ვცვლი სახეებს, ვიხედები სარკეში
შენ არ გესმის, შენ არ გესმის, შენ არ უნდა გაგეშვი.
დგას იოლი დაღლილობა, ივლისი დგას ჩარჩოთი
ჩემი ძალა მიილევა ჭამასა და სარჩოში
ვერ გიხილავ, ხელოვნებავ, შენ ჩემს მკლავზე დაფენილს,
ვერ მიხილავ, ხელოვნებავ შენი ფრთებით გაფრენილს
ყველაფერზე გული მწყდება, მუდამ ფული მაკლდება,
მეგობრები მაკლდება და სიხარული მაკლდება
სიხარული, ეს ყოფილა სულ პატარა აკლდამა
ყელზე ჩამოიკიდა და სამუდამოდ ატარა
სამუდამოდ იტირა და სამუდამოდ ახარა
ჯოინთს ცეცხლი მოუკიდა, წრეზე ჩამოატარა
ცრემლი ნელა მოიწმინდა, და სიცილით შეცვალა
გმირობა რომ დაიკვეხნა, სინამდვილე ემწარა
თითქოს ხიდან ჩამოვარდა და- დამ რელსებზე დაეცა
თითქოს ახლოს მიიტანა დიდი სარკე სახესთან
თითქოს გული არ გაშალა და ფეხები გაშალა
სინამდვილემ, როგორც იყო, მსუბუქმა და აშარამ
და რადგანაც რელსებზეა, გაგრძელება ეკუთვნის,
დრო არ არის სახვალიოდ რელსებს შორის შეკუჭვის
მზის შუქზე გამოტანილი თქვენი ქრიზანთემები
ისე ჭკნება, როგორც ჩემი
დაუბანელ თანამშრომლის თმები, ბარბი, თმები
ისევ შეიღებე, ისევ სევდას მიეცი,
პასუხი არ დამიბრუნე, პასუხს პატივი ეცი.
გავა დრო და გამიხსენებ ალბათ ისევ ახლიდან,
და რაც გთხოვე, ნება იყო, მეძებ როცა დაგჭირდა.
პერანგი ბოშამ დასვარა, მკლავი რწყილმა ჭამა მკლავი
მას ეს მაინც უხარია, სიხარულით ერთი ცუდის
ჩემი გზა მოყოლილია, გახსოვს, მითის კაცის მითი
ოიდიპოს ცოდნას მალავს. ამირანი ვერსად მიდის.
მითის კაცი ღმერთთან იყო არასწორი ქალის მითში
ღმერთს ხელიდან გაუვარდა ლუკმა ნერწყვი დარჩა პირში.
კაცი მიწას დაუბრუნდა, და მიწა გადააბრუნა,
ყველგან ძებნა, ვერ იპოვა საპოვნელა და სალბუნა
შვილი მამას დაემგვანა, შვილმა მოკლა ძმა თავისი,
შვილს შვილი წამოეკიდა, გაგრძელება ამად ვიცი.
ლიანდაგს ჩახევებული კაცი დგას და ოფლს იწმინდავს
მატარებელს ელოდება, თავისი გზა ხომ იცის და
გზაში კარგად დაიძინებს, რომ სიზმარი ცხადში ნახოს
რომ ცხადი გამოელიოს, სახვალიოდ შეინახოს,
რომ ვერაფრით გამოიცნოს დადებული გამოცანა
რომ ფული ვერ ჩაიტანოს რუს თავში იმ წყაროსთანა
წყაროს თავს ხელებით დაწვდეს, მათხოვრის ტანისამოსით
რაც ზღაპრად მოსაყოლია, მოყვეს პწკარით ასსამოცი
მღერდეს თავის სასიმღეროს, იხარებდეს დედა მისი,
წერდეს სარომანე ამბავს, კითხულობდეს ბიძა მისი
რომ რაც ვალი აეკიდა ქარი იყო, კარმა იყო მეზობელი ქალს ეძებდა, შუად წყალ, ქალ გაღმა იყო
ეს ისმენდა მის სიმღერას, და სიმღერა აეკიდა
სადაც ქალის ლანდი ნახა, სულ ყველას გადაეკიდა
წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა, გაღმა იყო ქალი მისი,
შუაში ხიდი არ იყო, დამბა იყო ღრმაი მისით
ვწერე, ვწერე, ვერ დავწერე, მე რუსთველმან ამბავი ეს
გზაში ბავშვი შემეფეთა, ხეტაფე მე ბავშვს არ მივეც
ბავშვმა ბავშვობა იხილა, ამეტყველდა თვალი მისი,
თოთხმეტისა რომ შეიქნა, ზნე გაუჩნდა ლექსებისი
იმღერდა და იხარებდა, სიყვარულში იავდრებდა,
წვებოდა და ოცნებობდა, იცის, ლექსს გაილაღებდა
კაცობას ლაღი დაუხვდა, ერთი წელი ჰქონდა სიზმრის
სიზმარი მზეს მიუშვირა, დაიფლითა სიზმარ ისი
ლაღი კაცი ქალს უყვარდა, ქალი იყო შორი გზისი
ლაღ კაცს მშვენიერი ქალი - ზღაპარია ოცნებისი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები