მე დავთმობ ყველაფერს!" მე წავალ ხელიდან, დავტოვებ ამ ოთახს, ქუჩას და ხეივნებს. რომ ერთი ხელადა, სულ ერთი ხელადა, ქუჩაში ლოთებთან. -შენთვის რა ხეირი. ჭლექია ცხოვრება კედლების ღრიჭოდან სიჩუმე დაბნეულ თვალებს ძლივს აცეცებს, ხომ ვწერე, მიყვარდა, ვლოთობდი, ვბიჭობდი და ღმერთსაც ვეძებდი ცის ნაელვ ღაწვბზე.
მე წავალ ოდესმე ,,გავალ" ამ სივრციდან სამყაროს კიდემდე კოლხური რაშებით.. სხეულზე რომელშიც ძალიან მიმძიმდა ყველა ის ამინდი ჭასავით დაშრება,
რომელიც მიზიდავს რომელიც მჭირდება როგორც ზღვას ღელვა და შტორმების დეკადა.. შენ იცი ვერასდროს გამოვალ სიზმრიდან დავკარგავ კალაპოტს, ოცნების შენაკადს..
სადაც გზა ვიწროა დაუთვლელ ნაბიჯებს დაითვლის აქა-იქ მეჩხერი ჭაღარა, მე ვკარგავ ყველაფერს, ,,ყველაფერს" არ ვიმჩნევ ცარიელ ქალაქის პირველი მასხარა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მახსოვს რაღაცები ამ ლექსიდან <33 მახსოვს რაღაცები ამ ლექსიდან <33
3. მადლობა ირაკლი, აქ ალბათ უნდა დამეზუსტებინა, რომ ელვა კი არა, ,, ღაწვია” უადგილო. “ ღაწვის” კონოტაციები იწვევს ამას. მადლობა ირაკლი, აქ ალბათ უნდა დამეზუსტებინა, რომ ელვა კი არა, ,, ღაწვია” უადგილო. “ ღაწვის” კონოტაციები იწვევს ამას.
2. ,,და ღმერთსაც ვეძებდი ცის ნაელვ ღაწვებზე” - ჩემთვის პირიქით, ეს სტრიქონი ძალიან საინტერესოა. სახარებაში, მეორედ მოსვლის შესახებ, წერია, რომ როგორც ელვა ჭრის ცას, ისევე იქნებაო (შეიძლება ზუსტად ვერ ვციტირებ) ქრისტეს გამოჩენა, ჰოდა, ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმურია ცის ნაელვ ღაწვებზე ღმერთის ძებნა. სხვა საქმეა, თუ რამდენად გამართულია გრამატიკულად, თუმცა კითხვითაც უპრობლემოდ იკითხება და გასაგებიცაა.
,,და ღმერთსაც ვეძებდი ცის ნაელვ ღაწვებზე” - ჩემთვის პირიქით, ეს სტრიქონი ძალიან საინტერესოა. სახარებაში, მეორედ მოსვლის შესახებ, წერია, რომ როგორც ელვა ჭრის ცას, ისევე იქნებაო (შეიძლება ზუსტად ვერ ვციტირებ) ქრისტეს გამოჩენა, ჰოდა, ჩემი აზრით, სრულიად ლეგიტიმურია ცის ნაელვ ღაწვებზე ღმერთის ძებნა. სხვა საქმეა, თუ რამდენად გამართულია გრამატიკულად, თუმცა კითხვითაც უპრობლემოდ იკითხება და გასაგებიცაა.
1. სასიამოვნო, სხარტი , სახასიათო ლექსია, მაგრამ აქ მაგარი “ფალშია” - ,, და ღმერთსაც ვეძებდი ცის ნაელვ ღაწვებზე”, ასევე ,, ხელადა” არ ვარგა, არასაჭირო, “ეთნოგრაფიული” პლანი შემოაქვს სასიამოვნო, სხარტი , სახასიათო ლექსია, მაგრამ აქ მაგარი “ფალშია” - ,, და ღმერთსაც ვეძებდი ცის ნაელვ ღაწვებზე”, ასევე ,, ხელადა” არ ვარგა, არასაჭირო, “ეთნოგრაფიული” პლანი შემოაქვს
|
|
მონაცემები არ არის |
|
|